პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი - მნიშვნელოვნად არის გაზრდილი როგორც მომართვიანობა, ასევე ინსპექტირება

ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს სამუშაო, ეს გახლავთ, არამარტო საზოგადოების, არამედ კერძო და საჯარო სექტორში მომუშავე პირების ცნობიერების ამაღლება, მონაცემთა დაცვის სტანდარტთან დაკავშირებით - მნიშვნელოვნად არის გაზრდილი როგორც მომართვიანობა, ასევე ინსპექტირება,- ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლელა ჯანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი კანონი ითვალისწინებს მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტს, ასევე სამსახურს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ეფექტურად განახორციელოს ზედამხედველობა მონაცემთა დაცვის კანონის აღსრულებაზე.

„ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს სამუშაო, ეს გახლავთ, არამარტო საზოგადოების, არამედ კერძო და საჯარო სექტორში მომუშავე პირების ცნობიერების ამაღლება, მონაცემთა დაცვის სტანდარტთან დაკავშირებით. ახალი კანონი ითვალისწინებს მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტს, ასევე სამსახურს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ეფექტურად განახორციელოს ზედამხედველობა მონაცემთა დაცვის კანონის აღსრულებაზე.

გასული წლის საქმიანობის ანგარიშს თუ გადავხედავთ და შევადარებთ, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი როგორც მომართვიანობა, ასევე ინსპექტირება. ასევე ინსპექტირების კუთხით მნიშვნელოვანი გახლავთ ის ცვლილება, რომელიც სამსახურში განხორციელდა. ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემთა დაცვის მდგომარეობა შევისწავლოთ საქართველოში, გავაკეთოთ ანალიზი, სად არის უფრო მეტად პრობლემური გარემო. ამ კუთხით შეიქმნა გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც ზეგავლენის შეფასებას ახდენს, რისკების იდენტიფიცირებას და იგეგმება ინსპექტირება კერძო და საჯარო დაწესებულებებში, ასევე სამართალდამცავ ორგანოში“, - აღნიშნა ჯანაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს