„მეტროპოლ ქავთარაძე“ - სახლი, რომელიც ჩაიფიქრე

ყველას გვიოცნებია, როგორი იქნებოდა ჩვენი მომავალი სახლი - რამდენი ოთახით, როგორი დაგეგმარებით, რა სიდიდის აივნით, რა ფერის ავეჯით, რა სტილის ინტერიერითა და დეკორით მოვაწყობდით; ალბათ, გონებაში, ფანჯრიდან ხედიც დაგვიხატავს და სამუშაო ოფისამდე მანძილიც გამოგვითვლია.

დეველოპერულ კომპანია „მეტროპოლში” აცხადებენ, რომ „მეტროპოლ ქავთარაძე” სწორედ ის ადგილია, სადაც ზუსტად ჩვენ მიერ ჩაფიქრებულ სახლს აღმოვაჩენთ; მეტიც - გადახდის მოქნილი პირობების საშუალებით, ჩანაფიქრის რეალობად ქცევისთვის პირველი ნაბიჯების გადადგმაც დღესვეა შესაძლებელი.

„მეტროპოლ ქავთარაძის“ კომპლექსი გააერთიანებს ორ 25-სართულიან შენობას, სადაც წარმოდგენილი იქნება აპარტამენტების ფართო სპექტრი, დაწყებული 1-საძინებლიანი სტუდიოდან, დამთავრებული პენტჰაუსებით.

ქალაქის ცენტრში, თანამედროვეობისა და აქტიური ცხოვრების შუაგულში ცხოვრებასთან ერთად, სიმყუდროვისა და სიმშვიდის შესაქმნელად, პროექტს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკრეაციო ზონაც გამოარჩევს.

10 000 კვ.მ. სიდიდის ტერიტორია სხვადასხვა მოსასვენებელ სივრცეებს მოიცავს - აქ შეხვდებით საკალათბურთო და საფეხბურთო სათამაშო მოედნებს, პავილიონს საღამოების სასიამოვნოდ გატარებისთვის, საფეხმავლო ბილიკებს, გამწვანებას და მინიატურულ შადრევნებს დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ განსატვირთად და სხვა. კომპლექსი აღჭურვილია 334 ავტომობილზე გათვლილი პარკინგით.

ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმცროსი წევრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება საბავშვო ბაღიც. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს სავარჯიშო დარბაზს; სხვადასხვა ტიპის საოფისე და კომერციულ ფართებსაც.

მიუხედავად იმისა, რომ „მეტროპოლი“ გასულ წელს გამოჩნდა უძრავი ქონების ბაზარზე, ძალიან სწრაფად გაიზარდა და ამ ეტაპზე აერთიანებს პროექტებს თბილისსა და ბათუმში. მომდევნო 3 წლის განმავლობაში მეტროპოლის ინვესტიციების ზომა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ჯამურად, ამ ეტაპზე, 516 200 კვ. მ.-ზე დაგეგმილია 5 ერთმანეთისგან განსხვავებული კონცეფციის პროექტის მშენებლობა.

თბილისში წარმოდგენილი პროექტები განკუთვნილია როგორც საცხოვრებელი, ასევე საინვესტიციო დანიშნულებით. მეტროპოლ ქავთარაძის პროექტი გარდა, თბილისში, ამჟამად, მიმდინარეობს მეტროპოლ ბაგების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.

„მეტროპოლში“ აცხადებენ, რომ ბაზარზე პირველები არიან, ვინც მომხმარებელს უძრავი ქონების ყველა კონცეფციას სთავაზობს - იქნება მშენებარე საცხოვრებელი ბინები, საინვესტიციო პროექტები, კომერციული ფართები, კერძო სახლი თუ მიწები.

მიმდინარე პროექტები გვხვდება თბილისის შემოგარენშიც - პრესტიჟულ უბანში, თანამედროვე ტიპის, დიდი კერძო დასახლება აშენდება. ვინაიდან მეტროპოლში კარგად ესმით, რომ თანამედროვე მომხმარებელს ინდივიდუალური საცხოვრებელი სჭირდება და, კერძო სახლის ქონასთან ერთად, სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაც საჭიროა - იყოს კომერციული ფართები, აუზი, სავარჯიშო დარბაზი და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი კონცეფციის შექმნა, რომლის მომხმარებლის ყველა სურვილსა და საჭიროებას დაუკმაყოფილებს, რაც კი საცხოვრებელთან ასოცირდება.

(R)

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში