კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახალგაზრდა ეკონომისტების დასაქმების მიზნით  სტაჟირების პროგრამას აცხადებს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკური პროფილის სტუდენტების დასაქმების მიზნით, სტაჟირების პროგრამას აცხადებს. შესაბამის ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და კონკურენციის პოლიტიკის დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება.

„პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ - ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, მაგისტრის სტატუსის და ბაკალავრის დამამთავრებელ საფეხურზე მყოფი სტუდენტები. სტაჟირების ხანგრძლივობა 3-6 თვე. სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან - 1 ნოემბრის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე: info@gnca.gov. ge უნდა წარმოადგინონ განაცხადი“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა
დროის მენეჯმენტი