კორეის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტი საქართველოს სავაჭრო პალატას ესტუმრა. პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ კორეის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტს, ლი სონგ ვუს და კორეის სავაჭრო პალატის მენეჯერს, ლი დონ განს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას, ყურადღება ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის, უცხოური ინვესტიციების, ტურიზმისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხზე გამახვილდა. ასევე, საუბარი შეეხო ექსპორტის საკითხებს.
„შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე, მაგდა ბოლოთაშვილი და პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვეკუა ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.