გიორგი ვაშაძე უმრავლესობას - ქამრები კი არ შემოიჭირეთ, არამედ ისე დაიგრძელეთ, რომ ვეღარ ეტევით და უკვე სპეცქამრები გჭირდებათ

ხომ არ ხდება ისე, რომ სწორედ ბიუჯეტია დამნაშავე იმაში, რომ ყველაზე დიდი უსამართლობაა ქვეყანაში. პრემიერს ჩარტერზე ნაკლებით ფრენა არ უნდა უცხოეთში, ხოლო ვინც უმუშევარი იყო, დღესაც უმუშევარია?! - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძეს, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას წარადგენს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ქვეყანაში უმუშევრობა არ შემცირებულა, შობადობა იკლებს, თვითდასაქმებულთა რაოდენობა იგივეა, მიგრაციის მაჩვენებელი კი იმატებს.

“თუ ეკონომიკა იზრდება, თუ ორნიშნა ზრდა არის, თუ ბიუჯეტი იზრდება, ამდენი მილიარდით, ციფრების კორიანტელია, შეკითხვა მაქვს შემდეგი: რატომ არ აისახება ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებზე? უმუშევრობის მაჩვენებელი არ მცირდება. უმუშევრობის დონე საქართველოში 267 000 იყო და ისევ 267 000 -ია. სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება, იყო 643 000 და წელს 661 000 -ია. შობადობის მაჩვენებელი მცირდება, გასულ წელს 7000 იყო ბუნებრივი კლება. გვეუბნებით, რომ იზრდება ეკონომიკა, ამ ადამიანებზე ეს არ აისახება! ბიუჯეტი რა არის? ბიუჯეტი არის ჩვენ მიერ მოგროვილი საერთო თანხა, რომელიც ისე უნდა დაიხარჯოს, რომ მან მათ შორის, ეკონომიკის ზრდას, რეალური ეკონომიკის ზრდას შეუწყოს ხელი. ხომ არ ხდება ისე, რომ სწორედ ბიუჯეტია დამნაშავე იმაში, რომ ყველაზე დიდი უსამართლობაა ქვეყანაში და პრემიერს ჩარტერზე ნაკლებით ფრენა არ უნდა უცხოეთში, ხოლო ვინც უმუშევარი იყო, დღესაც უმუშევარია?! ჩამოყალიბდა მონოპოლიები და ელიტები ქვეყანაში, მილიარდერები გახდნენ. ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაგარ მანქანას იყიდის, მეორე მხრივ ჩამოყალიბდა ადამიანთა კატეგორია, რომელსაც ყოველწლიურად უფრო ნაკლები შემოსავალი აქვს, რომლისთვისაც ფასის ზრდა პურზე, წამალზე, შაქარზე არის კატასტროფის ტოლფასი იმიტომ, რომ მერე ისევ სესხის აღება უწევთ და აქეთ ადამიანები არიან, რომლებიც ვილებს იშენებენ, მთებს ჭრიან კახეთში, მაგარი ხედი უნდათ. კუდიგორის მთა მოჭრილია, დაანაგვიანა მთელი ალაზნის ველი. რაღაც კატეგორიას რამხელა ფული აქვს და გვყავს ისეთი ოლიგარქები, როგორიცაა ფარცხალაძე, რუსეთის აგენტი და სანქცირებულია ამერიკის მხრიდან. ფარცხალაძის გამო ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილება მიაღებინეს და მთელს ქართულ ეკონომიკას საფრთხის ქვეშ აყენებენ. რა ხდება, რატომ არის ასეთი უსამართლობა ქვეყანაში, რომ ვიღაცა ძალიან მდიდრდება, ვიღაცისთვის ეკონომიკა იზრდება, მოკვდავი ქართველებისთვის ეკონომიკა მცირდება... კიდევ ერთხელ ვამბობ, უმუშევრობა არ შემცირებულა, შობადობა იკლებს, თვითდასაქმებულთა რაოდენობა რაც იყო, ის არის, 157 ლარია გამომუშავება, მიგრაციის მაჩვენებელი კატასტროფულად იმატებს, გასულ წელს 100 000 ჩვენი თანამოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, რა ხდება?” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ”ოცნებამ” ქამრები არათუ შემოიჭირა, არამედ დაიგრძელა და სპეცქამრებია საჭირო.

„2013 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ბიუჯეტი 8 მლრდ იყო. მომავალი წლის ბიუჯეტით ხარჯვითი ნაწილი 24 მლრდ ლარია. სამჯერ ხომ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი? მე კითხვას ვსვამ - ჯარისკაცის, პოლიციელის, საჯარო მოსამსახურის ხელფასი რატომ არ გაიზარდა სამჯერ? მაგალითისთვის, პატრულის ხელფასი რატომ არ გაიზარდა სამჯერ? რატომ არ გაიზარდა იუსტიციაში მომუშავის ხელფასი სამჯერ, დევნილის დახმარება რატომ არ გაიზარდა? სტუდენტის დაფინანსება? განათლება ვითომ რომ პრიორიტეტია, აი, გეკითხებით სამართალი სად არის? მაგრამ გეტყვით, შტატგარეშე მოსამსახურეების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და 430 მილიონს მიაღწია მათ მომსახურებაზე გადახდილმა თანხამ, ვინ არიან ისინი? „ოცნების“ ბიძაშვილები, მამიდაშვილები და საჯარო მოხელეებს რაც ეზრდებათ 10% ით, ამაზე ტაში უნდა დაგიკრათ? სად წავიდა ეს ფული? ახლა თუ მეტყვით, რომ ინფრასტრუქტურაში წავიდა, დიდ ინფრასტრუქტურულ გარდატეხებს ვერ ვხედავ ამ ქვეყანაში. შემოვლითი რკინიგზა იყო - დაკონსერვებულია, რიკოთის მშენებლობა ფაქტობრივად არ მიმდინარეობს , სამტრედია- გრიგოლეთი მთელი საქართველოსთვის დაუსრულებლად იქცა, სად მიდის ეს ფული? გეტყვით სად მიდის - მაღალჩინოსნების ჯიბეებში, როცა კორუფციით საზრდოობს მთელი თქვენი ელიტა, აი, ეს არის მთავარი პრობლემა, რამდენჯერ მოგვისმენია თქვენგან ქამრების შემოჭერაზე, ქამრები კი არ შემოიჭირეთ, არამედ ისე დაიგრძელეთ, რომ ვეღარ ეტევით და სპეცქამრები გჭირდებათ უკვე. როცა ამბობთ, საიდან მოვიტანო პენსიონერისთვის 500 ლარი, შემოიჭირე ის ქამარი და არის ამ ბიუჯეტში ფული. საიდან მოვიტანო პოლიციელისთვის სამჯერ მეტი ხელფასი? შემოიჭირე ქამარი და არის ამის ფული! საიდან მოვიტანო სტუდენტისთვის მეტი დაფინანსება? მაგრამ არა, ქამარს თუ შემოიჭერთ, კალაძე მილიონერი ხომ ვეღარ იქნება? ღარიბაშვილი მილიარდერი ხომ ვეღარ იქნება? აი, წარმოიდგინეთ, იმ დონეზე მივიდა, რომ კალაძე არც მალავს. კი, საშოპინგოდ დავდივარ სახელმწიფო თვითმფრინავით, დავფრინავ მილანში, დუბაიში და იქ უნდა მელოდოსო ერთი კვირა, აი, ეს არის უსამართლობა! კორუფციას დღეს სახელები აქვს საქართველოში, ღარიბაშვილი, კალაძე, ფარცხალაძე, კონკრეტული ადამიანები, ვინც მილიონებს აკეთებს. ბიუჯეტიდან დაახლოებით 500 მილიონი რომ ვერ მივიღეთ, ფარცხალაძე არ არის ამ სქემების უკან? რა მოხდა ამ გამოძიებაზე, დაინტერესდით? ვინმემ დასვა საკითხი? ეს ფული დაიბრუნეთ? სად წავიდა, ვინმემ აგო პასუხი? არ შემოვიდა, მაგრამ საიდან მოვიტანო ფული პენსიების ზრდისთვის. პოპულიზმი რა არის იცით? ტყუილების მოყოლაა. მე ყველაფერს ციფრებში გეუბნებით. პოპულიზმი კი არ არის, როცა ვამბობთ, რომ პენსიონერს გავუნულოთ სესხი, აი, მარტივ საკითხს გეტყვით, გასულ წელს, ტენდერი ხომ ჩატარდა „ლიბერთი ბანკზე“, ამ ბანკმა ბიუჯეტიდან 100 - მილიონიანი კონტრაქტი მიიღო და წელიწადში 12 მილიონი ლარი უნდა მიიღოს პენსიების დასარიგებლად, გეკითხებით, „ლიბერთი ბანკი“ მანამდე ხომ ამბობდა, რომ სესხის პროცენტი იმიტომ არის ამ სიდიდის, რომ მე დარიგების თანხა მაქვს შეყვანილი ამ პროცესშიო, 360 000 სესხის მფლობელი პენსიონერი იყო, ამ პენსიონერებს ეუბნება, რომ შენ არ შეგიმცირებ სესხის პროცენტს, არამედ ახალს შეეხებაო, აბა ამ ფულს რაში ვუხდით? თქვენ ეს კითხვა დასვით, რაში ვუხდით 12 მილიონს ბიუჯეტიდან მძარცველ „ლიბერთი ბანკს“? და ვინ არის წაგებული? ამით არ უნდა დაინტერესდეთ? ეს ხომ ბიუჯეტს აწევს თავზე, ამაზე პასუხი გამეცით!“- განაცხადა ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა