ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს შეხვდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თანამშრომლობას შეეხო.

"აღინიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმთა გაძლიერებისათვის.

ითქვა, რომ მიმდინარე წელს შემუშავდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე, 2022-2030 წლების სტრატეგია, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სისტემური გარანტიების შემდგომი განმტკიცება.

ხაზი გაესვა, რომ სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად აღსრულებისთვის მუშაობა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელშიც დეტალურად გაიწერება ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.

აღინიშნა, რომ მთავრობისთვის ადამიანის უფლებების, მათ შორის − ბავშვთა უფლებების დაცვის გაძლიერება პრიორიტეტული მიმართულებაა და მთავრობის ყველა აქტივობა მოცემულ სფეროში სწორედ ამ პრიორიტეტის პრაქტიკაში განხორციელებას ემსახურება.

დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ყველა იმ უფლებრივ საკითხზე რაც საქართველოში და თურქეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თურქეთის სახალხო დამცველის მოადგილე ჯალილე ოზლემ თუნჩაქი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი ესწრებოდნენ.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა