„თიბისი“ კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავარაუდოდ მხოლოდ მცირედით ნაკლები შერბილების საბაზო სცენარი

„თიბისი“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს მაკროეკონომიკური დინამიკის მხრივ, აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში გამოქვეყნებული სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისი იყო.

„პროგნოზის კუთხით, საყურადღებოა ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების უკვე დაღმავალი ტენდენცია, თუმცა, ისრაელში განვითარებული მოვლენები ნავთობის ფასების ზრდის ფაქტორია. სავალუტო შემოდინებების კუთხით, ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა ხვედრითი წილი უფრო ზომიერია. კერძოდ, ბოლო დაახლოებით ერთი წლის მონაცემებით, წილი ტურიზმში, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, 6.5%-ს, გზავნილებში კი 5.4%-ს შეადგენს. საქონლის ექსპორტში, იმპორტსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ანალოგიური მაჩვენებლები მხოლოდ 0.5%-ის ფარგლებშია. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის ინარჩუნებს შეფასებას სავალუტო შემოდინებების უფრო ნორმალიზების, ვიდრე გაუარესების კუთხით.

ასევე საყურადღებოა, რომ 2 ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ვალუტების მიხედვით ყოველდღიურ დინამიკაში, რაც ხშირად ე.წ. სენტიმენტების საკმაოდ მნიშვნელოვანი საზომია, გაუარესება არ იკვეთება და როგორც ეს სებ-ის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასულ კვირაში აშშ დოლარის გაყიდვის მიმართულებით, თითქმის 50 მილიონიანი ინტერვენცია ერთჯერად გარემოებებს უკავშირდებოდა. ამასთან, ნეგატივია, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ამერიკის 10 წლიან სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთი, რომელიც საქართველოს მსგავს ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელების მხრივ მართალია არა ერთადერთი, თუმცა ანგარიშგასაწევი პარამეტრია. ისევე, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე სადღეისოდ არსებული მოლოდინები დოლარის განაკვეთების მაღალ დონეზე შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი საბაზო სცენარი მცირედით დაკორექტირდა. საკუთრივ, თიბისი კაპიტალის აზრით, მიმდინარე წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მიმდინარე 10%-დან 9.5%-მდე შემცირება კვლავ რეალისტურია, თუმცა როგორც ჩანს, ახლა უკვე უფრო ნაკლებად შემცირების გარკვეულწილად მეტი ალბათობით. მომდევნო წელს კი, თიბისი კაპიტალის საპროგნოზო ჩარჩოს მიხედვით, 8%-იანი საბაზო სცენარი 0.25 პროცენტული პუნქტით იზრდება და 8.25%-ს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის