მიუზიკლი „ჩიკაგო“ საქართველოშია! – იმოგზაურეთ გასული საუკუნის ამერიკაში, გემრიელი ვახშმის თანხლებით!

„თეატრის“ სეზონი ლეგენდარული მიუზიკლით „ჩიკაგოთი“ გაიხსნა.

შთამბეჭდავი სცენა და „თეატრი“, ცოცხლად შესრულებული სიმღერები და დაუვიწყარი ქორეოგრაფია, ვარსკვლავური დასი, საოცარი კოსტიუმები და საუცხოო კერძები.

„ჩიკაგოს“ ოფიციალური ლიცენზია „წისქვილი ჯგუფმა“ მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS-სგან შეიძინა. „ჩიკაგოს“ წარმდგენი და სპონსორია „არქი“, ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ახალ და საინტერესო პროექტებს.

„თეატრმა“ „ჩიკაგოს“ სახით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. ეს საკმაოდ კომპლექსური მიუზიკლია, რომლის დადგმაშიც ჩვენმა პროფესიონალთა გუნდმა დიდი შრომა ჩადო. საბოლოოდ კი შევძელით, მისი ყველა დეტალი მაღალი ხარისხით შეგვესრულებინა – სცენარით, ქორეოგრაფიითა და მუსიკით დაწყებული, კოსტიუმებით, განათებისა და შესაფერისი ატმოსფეროს შექმნით დასრულებული. გვიხარია, რომ ჩვენი შრომის ნაყოფი მაყურებელმა უკვე იხილა და დადებითი უკუკავშირიც მოგვცა“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და „ჩიკაგოს“ დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.

„ჩიკაგო“ მწვავე სატირაა, რომელშიც კარგად აისახება იმ ეპოქის კულტურა – კორუფცია, კრიმინალი, „სისხლისა“ და სანახაობის მაძიებელი მედია. ამასთან ერთად, მთავარი პერსონაჟი ქალების ისტორია ჯაზის აღზევებისა და გენდერული როლების გადააზრების პერიოდში ვითარდება. ამიტომ „ჩიკაგო“ არა მხოლოდ შოუა, რომელიც მაყურებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, არამედ გასული საუკუნის 20-იანი წლების ეპოქის გაცნობის, მასზე დაკვირვებისა და, შესაძლოა, დღევანდელობასთან პარალელების გავლების საშუალებაც“, – ამბობს „ჩიკაგოს“ ქართული ტექსტის ავტორი და სცენარისტი, თეა ყიფშიძე.

„თეატრის“ ხშირმა სტუმრებმა უკვე კარგად იციან, რომ თითოეული წარმოდგენისთვის ვახშამი საგულდაგულოდ, სპეციალურად შოუს ხასიათისა და ჟანრის მიხედვით იქმნება. გამონაკლისი არც „ჩიკაგოა“, შესაბამისად, მისთვის მომზადებული კერძებიც ისეთივე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იქნება, როგორც თავად შოუ.

„ჩვენი მენიუს პირველი სეტის აპეტაიზერი ორაგულის ხვეულია, რომელიც კარგად გამოხატავს წარმოდგენის ხასიათს. მასში იგრძნობა სიმჟავეც, სიმლაშეც და გემოების საინტერესო ფონს ქმნის, აქვს ხრაშუნა ტექსტურა და მოლეკულური გასტრონომიის დეტალებს შეიცავს“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფი, ალექს ნათაძე.

ვახშამზე სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ხემსით, აპეტაიზერით, მთავარი კერძითა და დესერტით. ნელი მომზადების ხბოს ხორცი, ბადრიჯნის გიოზა, შებოლილი გოგრის პიურე, ნიგვზის ქრამბლი ვასაბით – მიუზიკლ „ჩიკაგოს“ მაყურებელი „თეატრში“ ამ და სხვა უცხო გემოების გასინჯვას შეძლებს. ამასთან, მსურველებს შეუძლიათ არჩევანი ვეგანურ მენიუზე გააკეთონ, რომელიც, ასევე, ინგრედიენტების საინტერესო კომბინაციებითა და უნიკალური გემოებით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ „თეატრი“ სტუმრებს ახალ სეზონზე, შთამბეჭდავი წარმოდგენების გარდა, სხვა სიახლეებსაც შესთავაზებს. სულ მალე მულტიფუნქციურ სივრცეში კაბარე-რესტორანიც გაიხსნება.

28 სექტემბრიდან „წისქვილი ჯგუფის“ „თეატრში“ სტუმრებს კაბარე-რესტორანიც დახვდებათ, სადაც მსურველებს ყოველდღიურ რეჟიმში მივიღებთ. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო ბილეთის შეძენა, საკმარისია უბრალოდ დაჯავშნოთ მაგიდა და ადგილი. თქვენ შეძლებთ სასურველი კერძების შეკვეთას, ჩვენ კი სცენაზე ყოველთვის საინტერესო და გასართობ წარმოდგენებს დაგახვედრებთ“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

რაც შეეხება „ჩიკაგოს“, მის ნახვას წლის ბოლომდე 6, 24 ოქტომბერს, ასევე, 7, 21 ნოემბერსა და 5 დეკემბერს შეძლებთ. სულ მალე კი, ცნობილი გახდება 2024 წლის კალენდარიც. ღონისძიების დეტალების სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ „თეატრის“ ვებ-გვერდს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა