შალვა პაპუაშვილი - ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას მივმართავ, ახლა მომენტია თქვათ ხმამაღლა, რომ არ ეთანხმებით „გრასის“ პოზიციებს და სერგი კაპანაძე არ მიგაჩნიათ „ენჯეოდ“

გარკვეულწილად, სრული „დეჟავუა” შარშანდელი ივნისის მდგომარეობის. თუ გავიხსენებთ, შარშან, კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე, ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა, მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლებმა, დაწერეს სტატიები, რომ საქართველოს არ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, უნდა მიენიჭოს მხოლოდ პერსპექტივა და ვნახეთ, შემდეგ მცდელობები მთავრობის გადაყენების და „ენჯეოების“ ჩართულობისა მთავრობის ფორმირებაში , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაცია „გრასის“ მოთხოვნას, რომ საქართველომ რუსეთს დაუწესოს სანქციები და შეიყვანოს ქვეყანა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების და ეკონომიკური კოლაფსის რისკში, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები არ გაემიჯნენ.

,,არასამთავრობო ორგანიზაცია „გრასი“ პირდაპირ ითხოვს, რომ საქართველომ რუსეთს დაუწესოს სანქციები, ანუ შეიყვანოს საქართველო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების და ეკონომიკური კოლაფსის რისკში. ამას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვები არ გამიჯვნიან, როგორც ვატყობ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სხვების პოზიციაც მოვისმინოთ.

გარდა ამისა, „სოროსის ფონდის“ ხელმძღვანელი სულ ახლახან, სექტემბერში გამართულ კონფერენციაზე ამბობდა, რომ ისინი ევროპელებთან კომუნიკაციის დროს ხაზგასმით ითხოვენ, რომ თუ კანდიდატის სტატუსი მიენიჭება საქართველოს, მიენიჭოს ისე, რომ ხაზი გაესვას, რომ ამაში ხელისუფლების დამსახურება არ არის. ამას აკეთებენ ელიტური „ენჯეოები“, რომლებიც, ამავე დროს, არიან სტატუსმეტრის შემდგენლები’’, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, იმას, რომ სახალხო დამცველის არჩევის რეკომენდაცია შესრულებულია და ამ ფაქტს ელიტური „ენჯეოები“ არ აღიარებენ, ყველას ლუსტრაციას ახდენს.

,,ამაზე მეტი ანტიქართული ქცევა რა შეიძლება იყოს, როდესაც ევროკომისია ამბობს, რომ სამი რეკომენდაცია არის შესრულებული და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთი რეკომენდაციაა მხოლოდ შესრულებული და, უფრო მეტიც, შეუსრულებელ რეკომენდაციად ისინი თვლიან სახალხო დამცველის არჩევას. ზუსტად ეს ელიტური „ენჯეოები“ თავს ესხმოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ახდენდნენ ზეწოლას ოპოზიციაზე, რომ არ მიეცათ ხმა სახალხო დამცველის კანდიდატისთვის, რაც არის აბსოლუტური დარღვევა ყველანაირი ნორმების. უცხოური დაფინანსების მქონე ,,ენჯეობი’’ ამას რომ აკეთებენ, ეს კიდევ სხვა პრობლემაა. თუ არ შესრულდა სახალხო დამცველის არჩევის რეკომენდაცია, რა ვქნათ ახლა? - გამოდის, რომ ვერც ვერასდროს შევასრულებთ, ხომ? აბსოლუტურად გადაწურული აქვთ ქვეყნისთვის იმედი, რომ რეკომენდაციები შესრულდეს.

ამიტომ, ეს არის ზუსტად ანტიქართული კამპანიის ნაწილი, რომელიც ჩვენ შარშან, ივნისში ვიხილეთ, როდესაც სტატიები იწერებოდა, შემდეგ აქციები იმართებოდა რამდენიმე ელიტური „ენჯეოს“ ორგანიზებით და ზუსტად იგივე ანტიქართული კამპანია არის რამდენიმე ელიტური „ენჯეოს“ მხრიდან“.

„განსაკუთრებით მივმართავ ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას და არა ამ „ენჯეოების“ კლანს, რომელიც გრანტების 90%-ს, რამდენიმე მილიონს ფლობს და ხარჯავს საქართველოში. ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობოებს მივმართავ, ახლა მომენტია, ის კი არა, რომ ჩუმად, პირად საუბრებში ისაუბროთ და გქონდეთ პრეტენზიები ამ ელიტური „ენჯეოების“ მიმართ, არამედ თქვათ ხმამაღლა, რომ არ ეთანხმებით. პირად საუბრებში რომ ამბობთ, არ ეთანხმებით სტატუსმეტრის შეფასებას, თქვით ღიად, რომ არ ეთანხმებით.

პირად საუბრებში ამბობთ, რომ არ ეთანხმებით ,,გრასის“ პოზიციებს და სერგი კაპანაძე არ მიგაჩნიათ „ენჯეოდ“. ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო პოლიტიკაში, ორჯერ იყო არასამთავრობო სექტორში და მაინცდამაინც ის უნდა იყოს წარმოჩენილი არასამთავრობო სექტორად. თქვით საჯაროდ, რომ არ მიიჩნევთ მას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლად. ეს არის, რაც დღეს მოეთხოვება არასამთავრობო სექტორს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია