ვალერი ჩეჩელაშვილი - საქართველო არის ყველაზე კარგი ადგილი, სადაც შეიძლება აზერბაიჯან-სომხეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართოს

გუშინ იყო საქართველოში ილჰამ ალიევის მეთერთმეტე ვიზიტი. დაახლოებით, იგივე რაოდენობის ვიზიტები აქვთ განხორციელებული საქართველოს ხელმძღვანელებს აზერბაიჯანში და ეს არის ნორმალური, თუ გავითვალისწინებთ ურთიერთობების იმ ხარისხს, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბდა , - ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთსა და უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თბილისში სამუშაო ვიზიტი.

როგორც ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ალიევის თბილისში ვიზიტი არ იყო გასაკვირი, თუმცა მოულოდნელი იყო.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს, არც ბოლო ვიზიტია. ამ ვიზიტის თავისებურობა მდგომარეობს იმაში, რომ განსხვავებულ გეოპოლიტიკურ გარემოში განხორციელებული ვიზიტი: აზერბაიჯანმა ყარაბაღზე კონტროლი დაიბრუნა და ამით აღადგინა რეგიონში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნაწილი, ეს არის კარგი აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის და საქართველოსთვისაც.

ოქტომბრის ბოლოს არის სამმხრივი შეხვედრის მოლოდინი - ფაშინიანი, ალიევი და მიშელის. ამ შეხვედრაზე არ იქნებიან ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი, რადგან შარლ მიშელს ნაკლები პოლიტიკური ამბიციები და მაღალი ხარისხის დიპლომატიური უნარები აქვს. მიშელი დაინტერესებულია დაიდოს სამშვიდობო ზავი“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ამასთან, მისივე შეფასებით, ილჰამ ალიევმა თბილისში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

ჩეჩელაშვილმა ისაუბრა ალიევის განცხადებაზეც, რომ თუკი სომხეთი თანხმობას განაცხადებს, მყისიერად დაიწყება ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები საქართველოში.

„ალიევმა თქვა, რომ ის ხედავს საქართველოს როლს ამ პროცესში და განაცხადა, რომ როგორც კი სომხეთი დათანხმდება თბილისში სამ ან ორმხრივ მოლაპარაკებებს, აზერბაიჯანის დელეგაცია შეუერთდება. ჩვენს რეგიონში არ შეიძლება, რომ ამ სამმა ქვეყანამ ერთმანეთს დავუპირისპიროთ ჩვენი უსაფრთხოების საკითხები.

ლოგისტიკურად, კომფორტის თვალსაზრისით საქართველო არის ყველაზე კარგი ადგილი, სადაც შეიძლება მოლაპარაკებები გაიმართოს“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო