ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისი ფინტექ სექტორს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მუდმივად ზრუნავს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე. ამის ნათელი დადასტურებაა ღია ბანკინგის სერვისების სრულყოფილი ხელმისაწვდომობა უკვე არასაბანკო ინსტიტუტებისთვისაც. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სებ-ი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით, ღია ბანკინგის/ფინანსების ტექნიკური სენდბოქსის პროექტს ახორციელებს.

„ტექნიკური სენდბოქსი ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს დაინახოს ღია ბანკინგის განვითარების შემდგომი პერსპექტივები, ხოლო, ჩართული მხარეები სატესტო გარემოში შეძლებენ გამოსცადონ ის სერვისები, რომელთა დანერგვაც შემდგომ ეტაპზე იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ სენდბოქსის მონაწილეთა საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია და სცდება როგორც ფინანსური სექტორის, ისე ადგილობრივი კომპანიების ძირითად საქმიანობას.

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია ფინტექ იდეების მქონე ინოვატორების წახალისება და ამ იდეების მდგრად ბიზნეს მოდელად გარდაქმნის ხელშეწყობა. რამდენადაც საზედამხედველო ჩარჩო საკმაოდ კომპლექსურია, უკვე წლებია ეროვნული ბანკი ფინანსური ინოვაციების ოფისის საშუალებით დაინტერესებულ მხარეებს უკუკავშირის მარტივად მისაღებად საკმაოდ მოქნილ შესაძლებლობას სთავაზობს.

იმისათვის, რომ ყველა ინოვატორმა თანაბრად შეძლოს წარმოაჩინოს თავისი ბიზნეს მოდელის დამატებითი ღირებულება და უკეთესი გახადოს ქვეყნის ფინანსური ბაზარი, ინოვაციების ოფისი რეგულირებად და არარეგულირებად სუბიექტებს ყოველგვარი შუამავლების გარეშე სთავაზობს კონსულტაციებს, მათ საჭიროებებთან დაკავშირებული წესებისა და პროცესების უკეთ აღქმისთვის. ასევე, თითოეულ მათგანს აძლევს შესაძლებლობას მარტივად გამართონ საკუთარი პროექტი და მოიყვანონ საზედამხედველო მიდგომებთან სრულ შესაბამისობაში.

ინფორმაცია ფინანსური ინოვაციების ოფისის შესახებ იხილეთ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://nbg.gov.ge/InnovationOffice. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე - InnovationOffice@nbg.gov.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა