„ჯორჯიან ეარვეისი“ - ინფორმაცია, თითქოს ისრაელში განვითარებული მოვლენების გამოყენებით, „ჯორჯიან ეარვეისმა“ ბილეთების ფასები გაზარდა, ყოველგვარ ობიექტურობას მოკლებულია

„ჯორჯიან ეარვეისის“ პრესცენტრი განცხადებას ავრცელებს.

ავიაკომპანია ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს ისრაელში განვითარებული მოვლენების ფონზე ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ბილეთების ფასები გაზარდა და ინფორმაციას ცრუს უწოდებს.

კომპანიის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია ყოველგვარ ობიექტურობას მოკლებულია, ვინაიდან, ამ მიმართულებაზე მძაფრი კონკურენციაა, რაც ბილეთის ფასებზე ყოველგვარ ხელოვნურ ჩარევას გამორიცხავს.

ავიაკომპანიის განცხადების თანახმად, ბილეთის ფასებს ისრაელის ავიაკომპანიები განსაზღვრავენ, ამიტომ „ჯორჯიან ეარვეისი “, „სურვილის შემთხვევაშიც კი, თვითნებურად, ფასებს ვერ გაზრდის“.

„ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დღეებში, სოციალური ქსელებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ ისრაელში განვითარებული მოვლენების გამოყენებით, ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თითქოს და ბილეთების ფასები გაზარდა. ეს ინფორმაცია ყოველგვარ ობიექტურობას მოკლებულია, ვინაიდან ამ მიმართულებაზე მძაფრი კონკურენციაა, რაც ბილეთის ფასებზე ყოველგვარ ხელოვნურ ჩარევას გამორიცხავს. ისრაელის მიმართულებაზე ამ ქვეყნის სამი ავიაკომპანია („ელ ალი“, „არკია“, „ისრაირი“) დაფრინავს კვირაში 35 რეისით. „ჯორჯიან ეარვეისი“ კი მიმართულებაზე წარმოდგენილია კვირაში მხოლოდ 10 რეისით, რაც იმას ნიშნავს, რომ კონიუნქტურის გათვალისწინებით, ბილეთის ფასებს ისრაელის ავიაკომპანიები განსაზღვრავენ. ამიტომ „ჯორჯიან ეარვეისი “, სურვილის შემთხვევაშიც კი, თვითნებურად, ფასებს ვერ გაზრდის.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს ჯაშუშომანია. როგორც ვხედავთ, უცხოური კომპანიებიდან დაქირავებული, მოსყიდული ეკონომიკური ლობისტები საქართველოში ქართული კომპანიების გაშავებით არიან დაკავებული. ეს არის ნამდვილი ეკონომიკური შპიონაჟი; ეს არის საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხისა და საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლა; ეს არის ღალატი. ამ საქმეში ჩართული ადამიანებისთვის არ არსებობს არაფერი წმინდა, ყველაფერი ქართული მათთვის ცუდი და მიუღებელია. მათ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ - საკუთარი ჯიბის გასქელება. როგორ ავხსნათ მათი საქციელი, როდესაც გააკეთეს ბიზნესკლასის ბილეთის სქრინი და მიაწერეს: -შეხედეთ, „ჯორჯიან ეარვეისი“ ბილეთებს რა უზარმაზარ ფასს ადებსო. ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკაა, რომ გაფრენის წინა დღეებში ან უშუალოდ გაფრენის დღეს, ბილეთები ორჯერ და სამჯერ ძვირია, რაც დაახლოებით ათასამდე ლარს შეადგენდა. ერთი კვირით ადრე შეძენილი ბილეთების ფასი კი დაახლოებით 500 ლარის ფარგლებში იყო. ერთხელ კიდევ გავიმეორებთ: ბილეთის ფასები დამოკიდებულია ისრაელის ავიაკომპანიებზე.

ერთი სიტყვით, ამ მოსყიდული ლობისტების მოსაწონი არც ქართული კომპანიებია და არც ხელისუფლება. ჩვენ ეს არ გვიკვირს. ქვეყანაში, სადაც სულ სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ექვსი ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა დაფუძნებული (რითაც, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში), რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. რასაკვირველია, ეს ჩვენთვის მძიმე ტვირთია, რადგან მათი უმრავლესობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ მუშაობს. გასაკვირია, რომ ჩვენი მთავრობა ამ პირობებში ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას” , - წერია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა