ელჩი - რამდენიმე ქვეყანა მზადაა, ისრაელში სპეციალური თვითმფრინავი გაგზავნოს, რადგან მათ ყველა რეისი გააუქმეს - საქართველოს მიმართულებით კი დღეში 5 რეისი სრულდება, ამიტომ სპეცრეისის აუცილებლობა არ არსებობს

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით სპეცრეისის დანიშვნის აუცილებლობა არ არის, რადგან დღეში 5 რეისი ხორციელდება.

ამასთან, როგორც ელჩმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ისრაელიდან საქართველოში 11 ოქტომბერს, დილის რეისიც დაემატა, რომლის ბორტი 180 - კაციანი იქნება.

ამასთან, ელჩმა განმარტა, რატომ დაიწყო ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ევაკუაცია.

„მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. არცერთ ქვეყანას საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია არ გამოუცხადებია, იმ მიზეზის გამო, რომ თავად ისრაელს არ აქვს გამოცხადებული ევაკუაცია. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა, რომ მზად არიან ისრაელში გააგზავნონ სპეციალური თვითმფრინავი, რადგან ევროპის ამ კონკრეტულმა ქვეყნებმა ყველა რეისი გააუქმეს თელ-ავივის მიმართულებით. საკუთარ მოქალაქეების ჩაუჭრეს და კომპანიებს აუკრძალეს იფრინონ თელ-ავივის მიმართულებით. საქართველოს მიმართულებით დღეში 5 რეისი ხორციელდება, ამიტომ სპეცრეისის დანიშვნის აუცილებლობა არ არის. ხვალ იქნება 4 რეისი, 11 სექტემბერს , „ჯორიან ეარვეისმა“ 1 დამატებითი რეისი დაამატა.

11 ოქტომბერს, დილის რეისი დაემატა. როგორც „ჯორიან ეარვეისი“ დაგვპირდა, ბორტი 180 - კაციანი იქნება. მალე ბილეთების ინტერნეტ გაყიდვებიც ჩაეშვება“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაჭრის ან დაკარგვის შესახებ ინფორმაცია საელჩოს არ მიუღია.

მან ასევე ისაუბრა ისრაელში ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე.

„რომელიმე მხრიდან საქართველოს მოქალაქეების დაჭრის ან დაზიანების ფაქტი დადასტურებული არ არის. როდესაც ცხელ ხაზზე რეკავენ, ვიგებთ, რომ მათ უბრალოდ სჭირდებათ გასაუბრება, დამშვიდება და შემდეგ აგრძელებენ მშვიდად ყოფნას.

დღეს უკვე აიკრძალა 50-ზე მეტი კაცის შეკრება. კაფეები, რესტორნები, სუპერმარკეტები შეზღუდულად მუშაობენ. გზაზე გადაადგილება აკრძალული არ არის, მაგრამ რეკომენდაცია არის, რომ შორ მანძილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

საქართველოს მთავრობის, რომელიმე სტრუქტურაში შემოსული შეტყობინება, რომ საქართველოს მოქალაქის ოჯახი ეძებს ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეს არ შემოსულა. ბოლო 72 საათის განმავლობაში ასეთი ინფორმაცია არსად არ განხორციელებულია. ინფორმაციები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება არის ტყუილი“,- განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, ისრაელის რომელ ქალაქშია ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე, ელჩმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე თელ-ავივის გარშემოა.

„უფრო სახიფათო ზონებში არიან აშკელონი, იავნე, აშდოთი და შდეროთი. შდეროთი არის ის ქალაქი, სადაც ტერორისტების შესვლა განხორციელდა. ამ ქალაქში რამდენიმე ოჯახი გვყავდა, მათთან ვიყავით კავშირზე და მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათ შეძლეს და დატოვეს ქალაქი და გადავიდნენ ახლო მდებარე ქალაქში“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის