ისრაელის სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ჰყვებიან

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელის ქალაქებში - თელ-ავივში, აშდოდში, ხულონში ცხოვრობენ, ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე საუბრობენ.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ თელ-ავივში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, პაპუნა შუშანია აცხადებს, თელ-ავივში არის პანიკა და შიში, თუმცა მოქალაქეები ქალაქში ჩვეულებრივ გადაადგილდებიან.

„შეიძლება ითქვას, რომ დღეს შედარებით სიტუაცია დასტაბილურდა ბათ-იამში, ხულონში, თუმცა აფეთქებების ხმა ისმოდა აშკელონში, ასევე, დღის მეორე ნახევარში 12 საჰაერო იერიში მოიგერიეს თელ-ავივში. ჰამასის წარმომადგენლები ამ წუთებშიც აგრძელებენ საჰაერო დაბომბვებს ღაზას მიმდებარე ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას, ჩვენ ვიმყოფებით სახლში. სირენების ხმაზე თავს ვაფარებთ თავშესაფარს და ვიცავთ დადგენილ რეკომენდაციებს. არის პანიკა და შიში, თუმცა მოქალაქეები ჩვეულებრივ გადაადგილდებიან. დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სახელმწიფო დაწესებულებები გაიხსნა. ერთადერთი, რაც არ მუშაობს, ეს არის კერძო საავადმყოფოები, სკოლები და ბაღები.

როგორც მახსოვს, გუშინწინ განგაშის სიგნალი სამჯერ ჩაირთო, მაგრამ ეს ხანგრძლივობა 10-20 წუთამდეა და შესაბამისად, არის ემოცია, შიში. რაც შეეხება თავშესაფარს, ყველა საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ არის თავშესაფარი. შესაბამისად, არ გვიწევს დიდი მანძილის გავლა“, - განაცხადა თელ-ავივში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ.

ისრაელის ქალაქ აშდოდში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, ირაკლი მეტრეველის თქმით კი, ინტენსიური და მასიური დაბომბვების შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახური წინასწარ აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ თავშესაფარს შეაფაროს თავი, რომელიც ყველა საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზეა განთავსებული.

„გუშინდელთან შედარებით აშდოდში ძალიან გაუხშირეს რაკეტების გამოშვება ჰამასის დაჯგუფებამ, ასევე, აშკელონში. დღეს ინტენსიურად ცენტრი დაიბომბა. გარდა ამისა, იერუსალიმიც დაიბომბა და გარშემო ტერიტორიები. დღეს ჩვენთან დაფიქსირდა ორი რაკეტის ჩამოვარდნა, ჩვენს ქალაქში ორი ადამიანი არის დაშავებული. ქვეყანაში სიტუაცია არის ძალიან ქაოსური, იმიტომ, რომ სრული კონტროლი ისრაელს ჯერჯერობით არ აქვს იმ ტერიტორიებზე, საიდანაც თავდაპირველად შემოვიდნენ ტერორისტები.

ახლა ქუჩებში არის მშვიდი სიტუაცია და სახლში ყოფნა არის ძალიან უსაფრთხო, იმიტომ, რომ როცა საჰაერო სარაკეტო იერიში არის და იმყოფები სახლში, აუცილებლად, თუ სახლში დამცავი ოთახი არის, დამცავ ოთახში უნდა გახვიდე. იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი რეგულაცია, რითაც შეიძლება, რომ ადამიანმა სიცოცხლე შეინარჩუნოს. დღის განმავლობაში ჩვენ სახლში ვართ, საჭიროების შემთხვევაში (ვგულისხმობ: მაღაზიას, აფთიაქს) გავდივართ გარეთ. როცა განგაშის სიგნალი ირთვება სახლიდან გავდივართ. ახლა არ არის ისეთი რეგულაცია გაცემული მოსახლეობის მიმართ, რომ ხალხი იჯდეს კონკრეტულად თავშესაფარში. როცა ინტენსიური და მასიური დაბომბვაა მთლიანი ტერიტორიის, წინასწარ უსაფრთხოება აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ჩადით თავშესაფარში. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვიწევს თავშესაფარში ყოფნა. მაგალითად: ჩვენ გავდივართ სადარბაზოში, იმიტომ, რომ ჩვენი სადარბაზო 6 მხრიდან არის დაცული, ამიტომ ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია ჩვენი სადარბაზოში გასვლა. სახლში გაჩერება მაინც არ შეიძლება, თუ არ არის კონკრეტულად ბინაში დამცავი ოთახი.

მაღაზიებში კილომეტრიანი რიგები ნამდვილად არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი დადის დღის განმავლობაში მაღაზიაში, იმიტომ, რომ არავინ არ იცის მომავალში, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ეს დღეს და ხვალ არ დასრულდება, ამიტომაც ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ მეტი პროდუქტები შეიძინონ, რათა გარეთ ხშირად გასვლა არ მოუწიოს. ქაოსური სიტუაცია მაღაზიებში არ არის“, - განაცხადა ირაკლი მეტრეველმა.

ისრაელის ქალაქ ხულონში მცხოვრები ქართველის, მაია დავარაშვილის განმარტებით, ისინი მთელ დღეს თავშესაფარში არ ატარებენ, მხოლოდ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში და თავშესაფარში მანამდე ჩერდებიან, ვიდრე სიგნალის ხმა არ შეწყდება.

„ჩვენ ვართ ქალაქ ხულონში, ეს არის თელ-ავივიდან დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით. ჩვენთან შედარებით სიმშვიდეა, გუშინწინ აქ საშინელება ხდებოდა, გუშინ და დღეს რამდენიმე რაკეტა ისროლეს. მე დღეს პირველად გავედი გარეთ და საოცრება ხდება იმიტომ, რომ საერთოდ ხალხი არ დადის, ძალიან ცუდი სიტუაციაა. ყველანი ვცდილობთ, რომ კარგად ვიყოთ. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. რეკომენდაციები არის შემდეგი: როდესაც განგაშის სიგნალი ჩაირთვება, გავიდეთ თავშესაფარში. თავშესაფარში მანამდე ვჩერდებით, ვიდრე სიგნალის ხმა არ შეწყდება. მთელ დროს თავშესაფარში არ ვატარებთ, მხოლოდ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში. რადგან ტერორისტები გარეთ არიან, ამიტომ ყველანი ფრთხილად ვართ, გარეთ გასვლა საშიშია.

არანაირი პანიკა არ არის, პირადად მეც არ ვარ პანიკაში, ხოლო შიში არის. საბრძოლო განწყობა არის, ყველას უნდა, რომ ეს დასრულდეს, რადგან ყველა დაიღალა. მე ისრაელში 10 წელია ვცხოვრობ და ეს 10 წელი დავიღალე უკვე, იმიტომ, რომ სულ ტერორია. მოსახლეობა უკვე დაღლილია და ამიტომ ყველას გვინდა, რომ ეს დამთავრდეს“, - განაცხადა მაია დავარაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა