რუსთავის საქალაქო სასამართლო 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მოკლულის დედის და ბიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედის და ბიძის პროცესი მიმდინარეობს.

საქმეს მოსამართლე მადონა მაისურაძე განიხილავს.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროკურორი აცხადებს, 14 წლის გოგონას ე.წ. ნიშნობის, ანუ დანაშაულის ორგანიზატორი სწორედ დედა იყო და მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთან თანაცხოვრების სურვილიც არ ჰქონია.

„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის, როგორც გარდაცვლილი გოგონას დედის, ასევე, ბიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ასეთი მოთხოვნა სასამართლოს მიმართ უკვე გვქონდა. თავდაპირველად, როგორც ბიძის, ასევე, დედის მიმართ ჩვენ მოვითხოვეთ დაკავების ღონისძიებაზე შესაბამისი განჩინების გაცემა, თუმცა რუსთავის საქალაქო სასამართლომ დედის მიმართ ასეთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ბრალდების მხარემ პოზიცია არ შეიცვალა და დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე კვლავ დაასაბუთებს იმ საფუძვლებს, თუ რატომ უნდა იყოს დედა პატიმრობაში. ბრალდების მხარე წარადგენს ყველა ფაქტს და მტკიცებულებას, იმ არგუმენტებს, თუ რატომ უნდა იყოს დედა პატიმარი. რადგან დედა ფაქტობრივად იყო, ასე ვთქვათ, დანაშაულის ორგანიზატორი. მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთანაც მას თანაცხოვრების სურვილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სწორედ დედა არის ის პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის უკვე შემდგომ გოგონას გარდაცვალებაში. სასამართლოს არგუმენტაციაზე ყურადღებას არ გავამახვილებ, თუმცა ასე ჩათვალეს საჭიროდ, რომ ამ ეტაპისთვის არ იყო ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების იმ ხარისხის საფრთხეები, რომ დედა დაგვეკავებინა.

რაც შეეხება ბრალდებულთა წრის გაფართოებას, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და თუ კი დადგინდება სხვა პირების ბრალეულობა, აუცილებლად ბრალდების მხარე კანონის გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს.

ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არასრულწლოვანს შეეხება მოცემული სისხლის სამართლის საქმე. დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შესაბამისად შეძლებული, დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანის მიერ მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ, როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ, მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ, დედა იყო პირი, ვინც იმ გამტაცებელ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა“, - განაცხადა პროკურორმა მედიასთან პროცესის დაწყებამდე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის