მაკა ბოჭორიშვილი ევროინტეგრაციის საკითხებზე სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი NATO-ს საზოგადოებრივი დიპლომატიის დივიზიისა და NX აკადემიის საერთო პროექტის - ,,NATO როგორც საქართველოს საიმედო პარტნიორი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისა და ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე" მონაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, პროექტის მონაწილე ახალგაზრდებთან ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში გატარებულ რეფორმების, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობასა და საქართველოს პარლამენტის როლს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

„ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

NATO-ს საზოგადოებრივი დიპლომატიის დივიზიისა და NX აკადემიის საერთო პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს იმ ტიპის სივრცის შექმნა, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ სფეროს ექსპერტებსა და მოწვეულ მომხსენებლებს, რათა მოისმინონ მათი აზრი, გაეცნონ და განიხილონ NATO-სა და ევროკავშირის უახლესი სტრატეგიები, მიზნები, გამოცდილება და ისტორია და დისკუსიის ფორმატში გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები მიმდინარე მოვლებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს