ელენე ხოშტარია - ვისაც არ უნდა შეხვდე, თუ ზურგს ცივილიზებული სამყაროს დასავლური ერთობა გიმაგრებს, შენს ინტერესებს დაიცავ - თუ რუსეთის მხარეს ხარ, მაშინ ამ ქვეყანას შანსი არ გააჩნია

ვისაც არ უნდა შეხვდე, თუ ზურგს ცივილიზებული სამყაროს დასავლური ერთობა გიმაგრებს, შენს ინტერესებს დაიცავ. თუ რუსეთის მხარეს ხარ მაშინ, უბრალოდ, შანსი არ გააჩნია ამ ქვეყანას, - ამის შესახებ პარტია „დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, „რეგიონში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა“.

„ზოგადად რეგიონში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, როგორც ჩვენთან აზერბაიჯანსა და სომხეთთან ურთიერთობაში, ასევე ისრაელში მიმდინარე მოვლენები. მთავარი გასაღები ჩვენი ადგილის მოძებნის, როგორც რეგიონში, ასევე ევროპული უსაფრთხოების სისტემაში, ეს ჩვენს პარტნიორებთან მუდმივ, მჭიდრო კავშირში ყოფნაა. ვხედავთ, რომ სომხეთიც კი, რომელსაც ძალიან ღრმა კავშირები, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით, ჰქონდა რუსეთთან, სხვა ტრაექტორიით მიდის. ამიტომ, ვისაც არ უნდა შეხვდე, თუ ზურგს ცივილიზებული სამყაროს დასავლური ერთობა გიმაგრებს, შენს ინტერესებს დაიცავ. თუ რუსეთის მხარეს ხარ მაშინ, უბრალოდ, შანსი არ გააჩნია ამ ქვეყანას. ამ ვიზიტის შინაარსზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, ალიევს შევხვდებით, ფაშინიანს თუ რეგიონის და ევროპის სხვადასხვა ლიდერებს, არის რა მომავალს და რა ინტერესებს ემსახურება ეს შეხვედრა. რას იცავს საქართველო", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, მან ამერიკის ახალ ელჩთან საქართველოში, რობინ დანიგენთან კავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან „ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლებს“.

„ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ამ ადამიანს ვიცნობდე. იმიტომ, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამოცდილება და კარიერა აქვს, როგორც საჯარო მოხელეს. როდესაც შენს ქვეყანაში ჩამოდის, ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცნობ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მჭიდრო კავშირები გვექნება. იმიტომ, რომ ამერიკა დღეს ის ქვეყანაა, საკუთარი ელჩებით და მთლიანად სახელმწიფო აპარატით, რომელიც ცივილიზებული სამყაროს მშვიდობის, დემოკრატიის და უსაფრთხოების დღის წესრიგს იცავს. ამ დღის წესრიგისთვის ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ ძალიან მჭიდროდ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის