კობა კობალაძემ ამპუტანტ ფეხბურთელებს ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში გამარჯვება მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდს უმასპინძლა, ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცა და გუნდის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„ადამიანს სული ამოძრავებს და სასიხარულოა, რომ თქვენი სულიერი სიძლიერით მხოლოდ საკუთარი გუნდი კი არა, ჩვენი ქვეყანა ასახელეთ.

ამპუტანტთა ფეხბურთის განვითარებაში, ჩვენს თანამებრძოლს, ომის ვეტერანს, ავთანდილ ჩიხლაძეს დიდი წვლილი მიუძღვის და მიხარია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგაც თქვენ აგრძელებთ დიდი შემართებით თამაშს, რითაც ბრძოლის და შეუდრეკელობის მაგალითს გვაჩვენებთ. ვხედავთ ახალ სახეებს, რომლებსაც ჟინი და მოტივაცია ამოძრავებთ. გილოცავთ ამ გამარჯვებას. დაე, ეს გამარჯვება ყოფილიყოს მომავალი წარმატებების საწინდარი."- აღნიშნა შეხვედრაზე კობა კობალაძემ.

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა 6-8 ოქტომბერს, ბელგიაში, ქალაქ ბლანკენბერგში ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში, პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა ფრედ 0:0 ითამაშა უკრაინასთან, 7 ოქტომბერს დაამარცხა საბერძნეთი 2:0, 6 ოქტომბერს ბელგიის ნაკრებს სძლია ანგარიშით 5:0 და ფრედ 3:3 დაასრულა მატჩი ისრაელთან. საბოლოოდ, საქართველომ და უკრაინამ 8-8 ქულა დააგროვეს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით _ 10:3, საქართველოს ნაკრებმა, პირველი ადგილი მოიპოვა და ჩემპიონის თასს დაეუფლა. 5 გატანილი გოლით, ტურნირის ბომბარდირი გახდა ლაშა ბრეგვაძე, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად რუსლან შაჰუმიანი დასახელდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი გვალია.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა