პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ მინდა ვკითხო, შემთხვევით „ჰამასს“ და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს? - თუ ვინმემ უნდა შეცვალოს აღქმები და პოლიტიკა, „ოცნებამ“ უნდა შეცვალოს

„ქართულ ოცნებას“ მინდა ვკითხო, შემთხვევით „ჰამასს“ და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს? - მსგავს განცხადებებს ისინი აკეთებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ „აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რობინ დენიგენი იმ პოლიტიკას რადიკალურად შეცვლის, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა“.

მანჯგალაძე აცხადებს, რომ თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ, ეს „ქართულმა ოცნებაა“.

„თუ ვინმემ უნდა შეცვალოს აღქმები და პოლიტიკა, უნდა შეცვალოს „ქართულმა ოცნებამ". თქვენ იცით განცხადებები, წერილები, რომ სადაც ამერიკა შევიდა, ყველა ქვეყანაში თურმე ამერიკა ყოფილა არეულობის შემტანი და ჩამოთვლილი აქვთ იემენი, ლიბია, სირია. მინდა ვკითხო „ქართულ ოცნებას“, შემთხვევით „ჰამასს“და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს, ასეთ განცხადებებს აკეთებს „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა