ალეკო ელისაშვილი - არ მეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში საჭირო რაოდენობის ხმებს იშოვის - ეჭვმიტანილები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არიან

ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები ჰქონდეს - გულახდილად რომ გითხრათ, არ მეპარება ეჭვი, რომ სათანადო ხმებს მოაგროვებენ! - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

როგორც ელისაშვილმა განმარტა, ეჭვმიტანილები ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატები არიან.

„პარტია „მოქალაქეებს“ პარლამენტში ორი მანდატი აქვს და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ქეთი თურაზაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას კატეგორიულად გამოვრიცხავთ, მაგრამ არა თუ გამოვრიცხავ, არამედ არ მეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის. რა თქმა უნდა, ხმებს ოპოზიციაში იპოვიან! ეჭვმიტანილები ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და “ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატები არიან. როცა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა იყო, 95-96 ხმა დაფიქსირდა. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ნაწილთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თუ „ქართული ოცნების“ ქცევებს დავაკვირდებით, ყველაზე საშიშები მაშინ არიან, როცა თავს იკატუნებენ. ახლაც თავს იკატუნებენ, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს ვერ შეაგროვებენ. სინამდვილეში კი, დარწმუნებული ვარ, რომ დღე და ღამე მოლაპარაკება და ვაჭრობა მიდის.

ოპოზიციაში სხვადასხვანაირი ხალხია - სხვადასხვა ინტერესებით, სურვილებითა და მისწრაფებებით. „ქართულ ოცნებაში“ მათი სურვილები, მიზნები და მისწრაფებები მშვენივრად იციან. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ისეთი რამის შეთავაზება, რაც მათთვის მომხიბლავი იქნება“, - განაცხადა ელისაშვილმა

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო