ისრაელში საქართველოს ელჩი - მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთზე იყოს ფიქსირებული თანხა, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება ბილეთი ოპტიმალურ ფასებში შეიძინონ

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობას კომპანია „ჯორჯიან ეარვეისთან“ აქვს მოლაპარაკებები, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთების ფასი იყოს ფიქსირებული.

როგორც ელჩმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ბავშვის ბილეთმა 200 ევროს, ხოლო მცირეწლოვანი შვილის მშობლის ბილეთმა 250 ევროს არ გადააჭარბოს.

„მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის იყოს ფიქსირებული თანხა, რომ მშობლებს და შვილებს ჰქონდეთ საშუალება შეიძინონ ავიაბილეთი ოპტიმალურ ფასებში.

როგორც ჩემთვის ცნობილია, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ 200 ევროს არ უნდა გადააჭარბოს ბავშვის ბილეთმა. მცირეწლოვანი შვილის მშობლის შემთხვევაში 250 ევროს არ გადააჭარბებს. ეს არის თვითღირებულებაზე ნაკლები ფასი, რაზეც „ჯორჯიან ეარვეისთან“ მოდის მოლაპარაკებაზე და შეიძლება ეს გაკეთდეს“,- განაცხადა ელჩმა.

ლაშა ჟვანიას თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მაღალი მოთხოვნის გამო დამატებითი ავიარეისები დაინიშნოს.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე პრიორიტეტი ენიჭება მცირეწლოვანი შვილების ოჯახებს და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.

„ბოლო სამი დღის განმავლობაში საელჩოში შემავალი სატელეფონო ზარები კონცენტრირებულია საქართველოში გამგზავრების სურვილთან.

საქართველოს მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მაღალი მოთხოვნის გამო დამატებითი ავიარეისები დაინიშნოს. ჩვენ ვეხმარებით ყველას, მაგრამ პრიორიტეტს მცირეწლოვანი შვილების ოჯახებს ვანიჭებთ და შემდგომ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. როდესაც ამ სიას ამოვწურავთ, შემდეგ სხვა მოქალაქეების გამგზავრებაზე გადავალთ“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ელჩის თქმით, ამ წუთისთვის, საქართველოს 285 მოქალაქის მომართვა აქვს საელჩოს, ვისაც ისრაელიდან საქართველოში ჩასვლა სურს.

„საელჩოს მოქალაქეებისთვის ბილეთის შეძენის რესურსი არ აქვს. მთავრობის გადაწყვეტილებით, საელჩოს შეიძლება ჰქონდეს რესურსი დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი არ აქვთ. თუმცა 2021 წლის გამოცდილებით ძალიან ცოტა იყო. ვინც ისრაელში მუშაობს, მას აქვს შესაძლებლობა ავიაბილეთი შეიძინოს“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, პრაქტიკულად ყველა სახელმწიფომ თელ-ავავის მიმართულებით ფრენა შეწყვიტა, ყველა სახელმწიფოს კომერციულმა ავიარეისებმა.

"აღარ არის პრაქტიკულად არც ერთი მიმართულებით კომერციული ავიარეისები. საქართველოს მიმართულებით ეს ფრენები არ შეწყვეტილა და ეს არის დასაფასებელი", - განაცხადა ელჩმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა