მინდია ჯანელიძე ივერი მელაშვილს - 200 000-იან რუკასთან დაკავშირებით სკეპტიკური დამოკიდებულება გქონდათ

200 000-იან რუკასთან დაკავშირებით სკეპტიკური დამოკიდებულება გქონდათ, - ამ სიტყვებით საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დავით გარეჯის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს, ივერი მელაშვილს მის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ სასამართლო პროცესზე მიმართა.

მინდია ჯანელიძე იმ პერიოდში კრიზისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი იყო. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის 2014 წელს, სასულიერო პირის, კირიონის, თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფებისა და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას ესწრებოდა, სადაც მას ღარიბაშვილმა აღნიშნული საკითხის შესწავლა დაავალა.

"ამ ფორმატში, ვიდრე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, დეტალებში არ შევალ...გარკვეული ხარვეზები იყო, რომელიც გამოიკვეთა, შესაბამისი მუშაობა გრძელდებოდა. სასამართლოზე როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ დაისვა შეკითხვები. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციის ფარგლებში ამომწურავად გავეცი პასუხი",- განაცხადა ჯანელიძემ.

კითხვაზე, თუ რამდენად იყო ბრალდებულების მხრიდან 200 000-იანი რუკის მოპოვება შესაძლებელი, ჯანელიძემ ასე უპასუხა: „როგორც გითხარით, ასეთ დეტალებზე ასეთ ფორმატში საუბარი ცოტა არასწორია“.

„ამ დეტალებს ბევრი ნიუანსი აქვს, ამიტომ ის ინფორმაცია, რაც მქონდა, სასამართლოს, გამოძიებას მივეცი და არამხოლოდ მე, ყველამ, ვისაც ამასთან შეხება ჰქონდა. შესაბამისად, ეს პროცესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ჯანელიძემ.

კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სისხლის სამართლის საქმე დავით გარეჯის საზღვრის საკითხზე, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასე უპასუხა: „ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ეს საკითხი გაირკვეს ისე, როგორც ეს ჭეშმარიტებაა. ეს საკითხი და ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია“.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა