რომან გოცირიძე - კიდევ ერთხელ დაამტკიცა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული პარტიაა - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციური ორგანოები, არამედ ერთი ადამიანი

კიდევ ერთხელ დაამტკიცა „ქართულმა ოცნებამ", რომ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული პარტიაა - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციური ორგანოები, არამედ ერთი ადამიანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტი ვერ შედგება და სალომე ზურაბიშვილს არც სამომავლოდ შეუშლის რაიმე ხელს, რომ თავის საქმიანობა იმავე ფორმით გააგრძელოს.

„ივანიშვილმა რამდენიმე მიზანს მიაღწია: თავის ბოღმა დაიკმაყოფილა, თავის ჭკუით დასაჯა სალომე ზურაბიშვილი, ასევე კვლავ დაუმტკიცა ერთგულება რუსეთს და შეუზღუდა პოლიტიკური საგარეო საქმიანობა ზურაბიშვილს ვინაიდან, ეშინიათ, რომ არ ჩავიდეს უკრაინაში და არ გააკეთოს ანტირუსული განცხადებები. თუმცა, იმპიჩმენტი არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური და ის პოლიტიკურად პარლამენტში ვერ დამტკიცდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილს არც სამომავლოდ შეუშლის რაიმე ხელს გააგრძელოს თავის საქმიანობა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეწეოდა და რაც გახდა იმპიჩმენტის ინიცირების საბაბი. შედეგი არის ის, რომ ქვეყნის რეპუტაცია კიდევ ერთხელ შეილახა და გამოჩნდა, რომ ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციური ორგანოები, არამედ ერთი ადამიანი, "- განაცხადა გოცირიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის