საკონსტიტუციო სასამართლო - სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ პარლამენტში დამკვიდრდეს სწორი და ერთგვაროვანი ხედვა იმპიჩმენტით გადაყენების ადეკვატური საფუძვლებისა და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში დამკვიდრდეს სწორი და ერთგვაროვანი ხედვა იმპიჩმენტით გადაყენების ადეკვატური საფუძვლებისა და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაშია აღნიშნული.

როგორც სასამართლო აცხადებს, კონსტიტუციური ჩანაწერიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრებს სრული დისკრეცია გააჩნიათ, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიტიური დასკვნის შემთხვევაში, მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება - დაუჭირონ ან არ დაუჭირონ მხარი იმპიჩმენტს და, სამართლებრივად, არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება კონსტიტუციის დარღვევა. თუმცა ამავდრულად, დასკვნაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ-სამართლებრივი კულტურა, ერთგვაროვანი კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც შესაბამისი პრეცედენტების დროს პარლამენტის წევრებს, რომლებიც პოლიტიკოსები არიან, მომავალშიც დაეხმარება, რომ მათ იმპიჩმენტთან დაკავშირებული კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენონ იმპიჩმენტის ინსტიტუტის არსისა და მიზანდასახულობის გათვალისწინებით და კონსტიტუციურად გამართლებული მიზნებით.

„პოლიტიკური მიზანშეწონილობით საკითხის გადაწყვეტა, კონსტიტუციის 48-ე მუხლის გაგებით, მოითხოვს, რომ პარლამენტის წევრთა მხრიდან სწორი, იმპიჩმენტის დანიშნულებისათვის შესატყვისი, პოლიტიკური კრიტერიუმები იქნეს შერჩეული და გამოყენებული, რათა პარლამენტის იმპიჩმენტური ვერდიქტი მხოლოდ ადეკვატურ შემთხვევებს დაუკავშირდეს. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებაში ნაგულისხმები პოლიტიკური მიზანშეწონილობით საკითხის გადაწყვეტა თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე ხმის მიცემისას, უნდა განიმარტოს იმპიჩმენტის ინსტიტუტის დანიშნულებისა და მიზნების ჭრილში. ეს იმას გულისხმობს, რომ პარლამენტის წევრებმა ხმის მიცემამდე უნდა განსაზღვრონ, მართლაც შეეხება თუ არა საქმე იმგვარ შემთხვევას, როდესაც შესაბამისი თანამდებობის პირის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვება, ჩადენილი ქმედების გამო, გამართლებული აღარ არის და მიზანშეუწონელია; საჯარო ინტერესის თვალსაზრისით, რა უფრო სწორია, მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება თუ თანამდებობაზე დატოვება. პარლამენტის წევრები უნდა დარწმუნდნენ, რომ თანამდებობის პირმა თავისი ქმედებით დაადასტურა თანამდებობასთან მისი შეუფერებლობა და ის, რომ მან აღარ შეიძლება გააგრძელოს თავისი საქმიანობა ამ თანამდებობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტისას, იმპიჩმენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება და პოლიტიკური მიხედულობით მოქმედების შესაძლებლობა პარლამენტის წევრების მიერ გამოყენებულ იქნეს გონივრულად და ადეკვატურად, იმპიჩმენტის იდეის გააზრებით და შესაბამისი პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ იმპიჩმენტის პროცედურის კონსტიტუციურობაზე შემდგომი სასამართლო კონტროლი გათვალისწინებული არ არის და ამ მხრივ რაიმე სამართლებრივი მისაგებელი არ არსებობს“,- ნათქვამია დასკვნაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა