საკონსტიტუციო სასამართლო - კონსტიტუციური დანაწესის დარღვევა გულისხმობს საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებში შეჭრას და ამ მიზეზით, საფრთხის შემცველია

საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევა გულისხმობს საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებში შეჭრას, საფრთხის შემცველია ხელისუფლების დანაწილების, მმართველობის საპარლამენტო მოდელის ქმედითი ფუნქციონირებისა და არსებული კონსტიტუციური სისტემის მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაშია აღნიშნული.

„საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა არ დაიცვა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, როდესაც სამ შემთხვევაში, 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის რესპუბლიკისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან სამუშაო ვიზიტები და საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა მთავრობის თანხმობის გარეშე. სასამართლო ადასტურებს, რომ ხსენებული კონსტიტუციური დანაწესის დარღვევა გულისხმობს საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებში შეჭრას და ამ მიზეზით, საფრთხის შემცველია ხელისუფლების დანაწილების, მმართველობის საპარლამენტო მოდელის ქმედითი ფუნქციონირებისა და არსებული კონსტიტუციური სისტემის მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით“,- ნათქვამია დასკვნაში.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა არ ავალდებულებს პარლამენტის წევრებს იმპიჩმენტურ ვერდიქტს დაუჭირონ მხარი.

„პოლიტიკური მიზანშეწონილობით საკითხის გადაწყვეტისას მათ უნდა იმოქმედონ იმპიჩმენტის იდეისათვის შესატყვისი პოლიტიკური კრიტერიუმებით და ამის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება“, - ნათქვამია დასკვნაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა