მერაბ ტურავა - კონსტიტუციის უზენაესობა არც ევროპას გვაცილებს და არც სხვა ევროპულ ღირებულებებს - ჩვენ არ გვჭირდება არავის ზეწოლა, არ ვითვალისწინებთ არავის აზრს

კონსტიტუციის უზენაესობა არც ევროპას გვაცილებს და არც სხვა ევროპულ ღირებულებებს, - ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ ჟურნალისტების შეკითხვას - დააცილა თუ არა საქართველო ევროპას საკონსტიტუციო სასამართლომ მისი გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

როგორც მერაბ ტურავამ განმარტა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე სამართლებრივად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, მან გარკვეული მედიასაშუალებები მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულა, თუმცა, როგორც მან განმარტა, მედიის ზეწოლას გადაწყვეტილების მიღებაში მისთვის ხელი არ შეუშლია.

„როდესაც მოსამართლეებზე ვრცელდება ინფორმაციები, მზადდება სხვადასხვა სიუჟეტები, რა თქმა უნდა, ეს მოსამართლეზე მოქმედებს, რა თქმა უნდა, ემოციურად“, - განაცხადა ტურავამ და განმარტა, რომ სასამართლომ სამართლებრივად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღო.

„ყველა ადამიანი არის საზოგადოებრივი აზრის ემოციების ზეგავლენის ქვეშ. ტელევიზიები გადაწყვეტილების გამოცხადებამდე არ უნდა ავრცელებდნენ მოსამართლეებზე ისეთ ინფორმაციებს, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს გადაწყვეტილების მიღებაში. მე ხელი არ შემიშალა, მაგრამ როდესაც მოსამართლეებზე არის წნეხი, რა თქმა უნდა, ეს უარყოფით გავლენას ახდენს“,-განაცხადა ტურავამ.

მან უპასუხა შეკითხვას, თუ ვისზე იყო ზეწოლა მედიის მხრიდან.

„მაგალითად, ჩემზე. მოამზადა სიუჟეტი და აჩვენა 2010 წელს ნაყიდი ჩემი სახლი, თითქოს მე ვიყავი მდიდარი და მდიდართა უბანში ვცხოვრობდი. რა მიზანს ისახავდა ეს სიუჟეტი?“,- განაცხადა ტურავამ.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა აზრი აქვს საზოგადოების იმ ნაწილის მოსაზრებაზე, რომელიც ფიქრობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, მოსამართლე ტურავა პასუხობს, რომ ყველა ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს შეუძლია ჰქონდეს თავისი პოზიცია.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, შესაძლოა ასეთი აზრი არსებობდეს, მაგრამ ეს არ არის სწორი პოზიცია, რადგან ადამიანებს, რომლებიც კრიტიკას გამოხატავენ, ჯერ გადაწყვეტილება წაკითხული არ აქვთ.

ამასთან, ტურავას განმარტებით, ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილება მიღებული იქნა ექვსი სამის წინააღმდეგ სრულიად დემოკრატიულია.

მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეები შეზღუდული არ არიან თავიანთი აზრის გამოხატვაში. მოსამართლის განმარტებით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სასამართლო გადაწყვეტილებას ერთხმად არ იღებს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენს პრაქტიკას, რომლის მიხედვით, ჩვენი განხილვის საგანი იყო სამი შემთხვევა. ამ სამ შემთხვევაში, რომელიც ნუმერაციით იყო პირველი, მეორე და მესამე დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ - ქვე პუნქტიდან გამომდინარე. დანარჩენი, რაც და როგორც იქნება მომავალში მოვლენები განვითარებული ეს სხვა საკითხია. კანონში პირდაპირ გვიწერია, რომ სასამართლო გასცემს დასკვნას მხოლოდ იმ შემთხვევების შესახებ, რომელიც არის განხილვის საგანი“, - განაცხადა ტურავამ.

მან უპასუხა შეკითხვას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია თუ არა, რომ განახორციელოს სატელეფონო ზარები კოლეგასთან, შეხვედრები და ა.შ.

სალომე ზურაბიშვილს ან ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია გააკეთოს ის, რაც ხელისუფლების განაწილების ინსტიტუციიდან გამომდინარე კონსტიტუციაში წერია. ვერ განგიმარტავთ ქუჩაში. თუ გნებავთ ჩავატაროთ ჟურნალისტების და იურისტების ერთობლივი ღონისძიება და იქ შეგიძლიათ დაადგინოთ. ასე ქუჩაში დგომით ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ“ ,- განაცხადა ტურავამ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა, სტრუქტურულად კარგად ჩამოყალიბებულია, ყველა არგუმენტი და პოზიციაა, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების კონსტიტუციურობას ასაბუთებს. მისი თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლა არ განხორციელებულა [პოლიტიკოსების მხრიდან].

„ჩვენ არ გვჭირდება არვის ზეწოლა და ზემოქმედება, ჩვენ ვიცით, რა არის კონსტიტუციური და რა არ არის არაკონსტიტუციური. გადაწყვეტილებას ვიღებთ კონსტიტუციური-არაკონსტიტუციურის მიხედვით. ცოტა ჰერმენოიტიკას მიაწექით ჟურნალისტებიც, რაც ნიშნავს იმას, რომ გაიგოთ სიტყვების შინაარსი და არ მგონია, რომ ვერ იგებდეთ. ჩვენ არ გვჭირდება არავის ზეწოლა, არ ვითვალისწინებთ არავის აზრს. ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ მხოლოდ იმის მიხედვით, კონსტიტუციურია თუ არაკონსტიტუციური“ , - განაცხადა ტურავამ.

მისი შეფასებით, პოლიტიკურია შეკითხვა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმოქმედებს თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

მისი თქმით, პლენუმმა სამართლებრივად დასაბუთებული, კონსტიტუციასთან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პლენუმის 9 მოსამართლიდან მხარი არ დაუჭირა სამმა მოსამართლემ: ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. კონსტიტუციის დარღვევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა