პრეზიდენტი - პარლამენტშიც მივალ, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად - მინდა ვურჩიო ოპოზიციას, თუ უნდათ, სურათი იყოს ძლიერი, გარეთ დადგნენ, დადგნენ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ

პარლამენტშიც მივალ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტმა მიმართა ოპოზიციას, საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას გარეთ დადგნენ.

„პარლამენტშიც მივალ. სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდა ვურჩიო... ყველას გადასაწყვეტია, მე ვერაფერს და ვერავის ვუკარნახებ, მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, სურათი იყოს ძლიერი, გარეთ დადგნენ. დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, ისედაც გამოვალ და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რაც ვგრძნობ, რომ ქვეყანაში არსებობს, დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე“, - დასძინა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

ინფორმაციისთვის, მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუკი პრეზიდენტი მის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ სხდომაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამს, პარლამენტი ამის შესაძლებლობას მისცემს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება