პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაზე სამი მოსამართლის განსხვავებული აზრი დილით გამოქვეყნდება

პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაზე სამი მოსამართლის - ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი დილით გამოქვეყნდება.

ამის შესახებ მოსამართლე ირინა იმერლიშვილმა მედიასთან განაცხადა და აღნიშნა, რომ მასში წერია ყველა არგუმენტი, თუ რატომ არ ეთანხმებიან ისინი გადაწყვეტილებას.

ჟურნალისტებთან იმერლიშვილს შესაბამისი არგუმენტები არ დაუკონკრეტებია.

"სამ მოსამართლეს გვაქვს განსხვავებული აზრი, დასკვნისგან განსხვავებული, როგორც გამოცხადდა. აიტვირთება და ყველა ნახავს. ყველა არგუმენტი არის მოცემული განსხვავებულ აზრში. სამივეს გვაქვს ერთი განსხვავებული აზრი - საერთო. განსხვავებული აზრი იცით რაც არის, არ ეთანხმება დასკვნას. მოსამართლე პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებს ცხადია, ჩვენ მსჯელობთ სამართლებრივი არგუმენტებით. ეს გვიწერია განსხვავებულ აზრში", - აცხადებს იმერლიშვილი.

ზეწოლასთან და პოლიტიკოსების მიერ მოსამართლეების მისამართით გაკეთებულ განცხადებებთან და შეფასებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი იმერლიშვილი პასუხობს, რომ მოსამართლე არც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და არც პოლიტიკურ განცხადებებზე კომენტარს.

"ვერაფერს გეტყვით, როგორც ვიცი, პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა ყველა მხრიდან, ვერ გეტყვით, ვისი მხრიდან. არაფრისთვის გვიყურებია, რადგან დასრულდა თუ არა დასკვნის გამოცხადება, როგორც კი დაიდო ოფიციალურად დასკვნა, მას მერე ვმუშაობთ განსხვავებულ აზრზე თავზე დაგვათენდა და ხვალ დილას ყველა სამართლებრივი არგუმენტი იქნება. მოსამართლე პოლიტიკურ განცხადებებს არც აკეთებს და არც პოლიტიკურ განცხადებებზე კომენტარს აკეთებს.

ვინ რა თქვა, არ ვიცი, ვერ გეტყვით, არც მისმენია, არც მიყურებია. სამწუხაროდ, საინფორმაციოებისთვის არ მიყურებია. სხვას ვერაფერს გეტყვით, გარდა სამართლებრივი არგუმენტებისა და არა პოლიტიკურის, რომელიც იქნება ჩვენს განსხვავებულ აზრში. პოლიტიკური განცხადებების გაკეთების თავისუფლება რა თქმა უნდა აქვთ პოლიტიკოსებს, მაგრამ მოსამართლე უნდა მსჯელობდეს სამართლებრივი არგუმენტებით", - აღნიშნა იმერლიშვილმა.

მისივე თქმით, ჯობია მოსამართლის მისამართით ყველამ, მათ შორის პოლიტიკოსებმა სამართლებრივი არგუმენტებით ისაუბრონ.

"სამარცხვინო გადაწყვეტილებას ვერავის ვუწოდებ, ვერც ექვს მოსამართლეს, ვერც სამ მოსამართლეს და საერთოდ, ასეთი ტიპის შეფასებები მოსამართლის მხრიდან მგონია, რომ არასწორია, არაკორექტულია, მისი კოლეგების მხრიდან. არანაირად არც კანონის ფარგლებში ჯდება. პოლიტიკოსებს ცხადია, ამის შესაძლებლობა ფუფუნება, როგორც გნებავთ, ისე დაარქვით აქვთ. პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ ისინი, თუმცა სასამართლოს მიმართებით ვფიქრობ, ჯობია სამართლებრივი არგუმენტებით ისაუბროს ყველამ, მათ შორის პოლიტიკოსებმაც და ამიტომ ხვალ დილას თუ განსხვავებულ აზრს წაიკითხავთ, იქნება", - განაცხადა მოსამართლემ.

კითხვაზე სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თუ არა, იმერლიშვილმა უპასუხა:

"რადგან განსხვავებულ აზრზე ვართ, ე.ი. არ ვეთანხმებით დასკვნას".

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას ჰქონდა ადგილი, 9 მოსამართლიდან 6 მოსამართლის მხარდაჭერა აქვს. განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ. კერძოდ, ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა