ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი - 2022 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვერ ვიტყვით, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება ეთნიკური უმცირესობის პრობლემაა - მაღალი მაჩვენებელი იყო იმერეთში და თბილისშიც

2022 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება ეთნიკური უმცირესობის პრობლემაა. ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო იმერეთში და თბილისშიც, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფო რუსეცკიმ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევები კახეთის რეგიონშიც ხდება.

„ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო იმერეთში, თბილისშიც, სადაც ბევრი ეთნიკური უმცირესობა არ არის, როგორც ქვემო ქართლში. აქ ისევ სტერეოტიპებს და გენდერულ ნორმებს ვაწყდებით, ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა ჩვენს ქვეყანას მოუწოდა, რომ იმ რეგიონებში გააძლიეროს მუშაობა, სადაც ეს სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს. 2020 წელს ჩავატარეთ განწყობების მოკვლევა, ვიკვლიეთ, ეთნიკურ უმცირესობებში რატომ ხდებოდა ადრეულ ასაკში ქორწინება, მათ შორის, იძულებითი ქორწინებები. ამ კვლევის ფარგლებში, ჩვენ შევხვდით როგორც უწყებების - შსს-ს, განათლების წარმომადგენლებს, სოციალურ მუშაკებს, ასევე, ადგილობრივ თემს, ვისი შვილებიც ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ, ან ვინც თავად იყო ადრეულ ასაკში დაქორწინებული. ძალიან საინტერესო მიგნებები ამოვიდა. მაგალითად, უწყებების წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ ეს ეთნიკური უმცირესობების ტრადიცია იყო და ამ ტრადიციასთან ბრძოლა ძალიან რთული, შეუძლებელი იყო. თავად მშობლები რას გვეუბნებოდნენ, იცით? გოგოებისთვის არანაირი პერსპექტივა არ არის, ენობრივი ბარიერი აქვთ, სკოლაში სათანადო განათლებას ვერ იღებენ, რომ შესაბამისი მომავალი, სამსახური, ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჰქონდეთო. ოჯახებს იმდენად უჭირთ, თუ ოჯახში ბიჭი და გოგო ჰყავთ და ორივესთვის განათლების მიცემის საშუალება არ აქვთ, პრიორიტეტს ბიჭს ანიჭებენ, ესეც პრობლემაა. ასევე, დასახელდა ასეთი პრობლემა - დედები გვეუბნებოდნენ, სკოლაში გოგოებს იმ მიზეზით არ უშვებენ, რომ ეშინიათ მათ შვილს ვიღაცამ თავისუფლება უკანონოდ არ აღუკვეთოს.

სხვადასხვა კვლევის ფარგლებში სულ ვიკვლევთ, რა საგანმანათლებლო, სპორტული ღონისძიებებია რეგიონებში მოზარდებისთვის, სამწუხაროდ, ასეთი არაფერი კეთდება.

ვფიქრობ, რომ სოციალურ თემამდე დავდივართ. ოჯახებში ეკონომიკურ პრობლემებს, გოგონების უპერსპექტივობას უფრო მივაკუთვნებდი ამ ფაქტს, ვიდრე ტრადიციებს. ჩვენ ადგილზე მოსახლეობას ვხვდებით და ისინი ბევრ პრობლემას ასახელებენ“, - განაცხადა რუსეცკიმ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას „ინტერპრესნიუსი" უახლოეს საათებში შემოგთავაზებთ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის