„გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ პროექტ „მონა.ჯი“-ს ფარგლებში 8 ადამიანი დაასახელეს, რომლებიც, მათი შეფასებით, „ემსახურებიან სისტემას და ჩართულები არიან ანტიდასავლურ კამპანიაში“

პარტიებმა „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პროექტი „მონა.ჯი“-ს ფარგლებში დაასახელა 8 ადამიანი, რომლებიც მათი შეფასებით, „დღეს ემსახურებიან სისტემას და ჩართულები არიან ანტიდასავლურ კამპანიაში“.

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული ადამიანების სია საქართველოში აკრედიტებულ დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს გადაეგზავნებათ.

„mona.ge-ის მიზანია, იმ ადამიანების გამოყვანა ჩრდილიდან, რომლებიც დღეს ემსახურებიან სისტემას და ჩართულები არიან ანტიდასავლურ კამპანიაში, ან ახალისებენ, ან მონაწილეობენ ძალადობაში, მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში და ა.შ. ეს არიან ადამიანები, რომლებიც არ ჩანან, აკეთებენ სხვადასხვა ტიპის ბნელ საქმეებს და თავისი ამ ქმედებებით ხელს უშლიან ამ ქვეყნის განვითარებას და დასავლურ ინტეგრაციას. ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში ვახორციელებდით მონიტორინგს და შევარჩიეთ პირველი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც მოხვდებიან ამ საიტზე და სიაში. იგივე სია დღესვე გადაეგზავნება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს დასავლეთის ქვეყნების. გუშინ იყო პროექტის „ბორდის“ შეკრება, რომლებმაც იმსჯელეს, თუ ვინ უნდა მოხვედრილიყო სიაში, საკმაოდ ვრცელი სია იყო, თუმცა საბოლოო ჯამში „ბორდმა“ გადაწყვეტილება მიიღო 8 ადამიანზე, რომლებიც განთავსდნენ უკვე ვებ-გვერდზე სახელწოდებით mona.ge“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარტია „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საზოგადოებას ვებ-გვერდზე სახელწოდებით mona.ge-ზე შეუძლია ვრცლად იხილოს იმ ადამიანების სია, "რომლებიც ქვეყნისთვის არასწორ საქმეს აკეთებენ".

„პირველი, კარტოგრაფების საქმე, ამა წლის 16 ოქტომბერს ჩატარდა სასამართლო სხდომა, სადაც ცრუ ჩვენება მისცა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია ბევრ სხვა რუსულ საქმესთან, ამასთანავე, ამ კვირაში მისი „მონების სიაში“ ჩასმის მთავარი კრიტერიუმი არის ცრუ ჩვენების მიცემა, ამ უმძიმეს საქმეზე. ასევე, იგივე საქმის ფარგლებში „მონების სიაში“ შევიდა მიხელ სადრაძე, ამ საქმის პროკურორი. მეორე, ეს არის ე.წ. გადატრიალების საქმე, ამ კვირაში გრძელდებოდა ადამიანების დაბარება სრულიად შეთითხნილ და ასევე, ანტიდასავლურ, ანტიქართულ კამპანიაში, რომელიც ბრალს სდებს ჩვენს პარტნიორებს. შესაბამისად, ის კონკრეტული გამომძიებლები სუს-ის, რომლებიც არიან დაკავებულები ამ სრულიად უსამართლო და ანტიქართული საქმით, ამ სიაში შეყვანილები არიან. ეს არის სუს-ის გამომძიებლები, ირაკლი ყაფლანიშვილი, ელიზა კუნჭულია და სუს-ის თანამშრომელი, ხვიჩა ბეგიაშვილი. მესამე საქმე, ეს არის მარტის მოვლენების საქმე, ამ კვირაში, 12 ოქტომბერს ნიკა მოსიაშვილს, რომელიც თავად იყო ძალადობის მსხვერპლი პოლიციის მხრიდან, სასამართლო გადაწყვეტილება ჩაბარდა, რომელიც თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია ცრუ ჩვენებებზე. ამ ცრუ ჩვენებების გამკეთებლებია არიან: პოლიციელი - ბერიკა ტალახაძე, რატი ღოღაძე და მოსამართლე, ირაკლი ჩიკაშუა, რომელმაც ამ ცრუ ჩვენებების საფუძველზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა