მამუკა მდინარაძე - ზურაბიშვილმა არ დაიშურა შეურაცხმყოფელი სიტყვები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებდნენ, რომ ის პრეზიდენტად არჩეულიყო - რომ არა ამ ადამიანების ჩართულობა, ნული იყო შანსი, იმდენად არ ჰქონდა ავტორიტეტი

სალომე ზურაბიშვილმა არ დაიშურა შეურაცხმყოფელი სიტყვები საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებდნენ, რომ ის საქართველოს პრეზიდენტად არჩეულიყო. რომ არა ამ ადამიანების ჩართულობა, ნული იყო შანსი, იმდენად არ ჰქონდა ამ ადამიანს საკუთარი პიროვნული ავტორიტეტი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდა როგორც მორალური, ისე საკანონმდებლო გაგებით.

სალომე ზურაბიშვილმა მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე არ დაიშურა შეურაცხმყოფელი სიტყვები საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებდნენ, განსაკუთრებით მისი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რომ ის საქართველოს პრეზიდენტად არჩეულიყო. რომ არა ამ ადამიანების ჩართულობა, ნული იყო შანსი, იმდენად არ ჰქონდა ამ ადამიანს საკუთარი პიროვნული ავტორიტეტი. ის ადამიანები, რომლებსაც მძიმე შეურაცხყოფას აყენებს, კარდაკარ დადიოდნენ და საარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ, ის კი არა მოგვიწია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ბილბორდები ყოფილიყო განთავსებული, მისი ფოტოების ნაცვლად,“ - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს არ ენდობა და მათ იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას გარეთ ყოფნისკენ სწორედ ამიტომ მოუწოდა.

მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, თუ კენჭისყრას არ დაესწრებიან, საკითხის განხილვას მაინც დაესწრონ.

„პრეზიდენტი თან არ ენდობა ინდივიდუალურად ბევრ მათგანს და თან უხერხულ მდგომარეობას აცილებს,“ - აღნიშნა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება