ვაკის პარკის საქმის პროკურორი - მერიის საქალაქო სამსახურმა პროექტში ცვლილებები შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე დაამტკიცა

მერიის საქალაქო სამსახურმა პროექტში ცვლილებები შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე დაამტკიცა, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, დედაქალაქის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას სასამართლოში დაკითხვით რამდენიმე დეტალი გამოიკვეთა.

„ჩვენ-ჩვენი შეკითხვებით რამდენიმე საკითხი გამოვკვეთეთ. კერძოდ, დამატებითი პროექტის, რომელიც წარდგენილი იყო მერიის საქალაქო სამსახურში, ხელშეკრულება მოქმედი იყო, შესაბამისად, პროექტის ცვლილებების დროს საჭირო იყო ამ პროექტს ჩატარებოდა დამატებითი ექსპერტიზა. ასეთი ექსპერტიზა არ ჩატარებულა და მერიის საქალაქო სამსახურმა პროექტში ცვლილებები შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე დაამტკიცა. ასევე გამოიკვეთა, რომ ხელშეკრულებაში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს უსაფრთხოების დოკუმენტაცია, დამიწების კონტურის გაზომვის ოქმები და საშემსრულებლო ნახაზი. ამ შემთხვევაში, ეს დოკუმენტები არ ყოფილა წარმოდგენილი.

მერიის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ თითქოს, ეს ეხებოდა გარე განათების ბოძებს, მაგრამ ხელშეკრულებიდანაც და ფაქტობრივად, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეს ჩანაწერი გარე განათებასაც ეხებოდა და შადრევანსაც, ვინაიდან შადრევანი გაცილებით საფრთხის შემცველი ობიექტია, უფრო მეტი შემხებლობა აქვს მოქალაქეებს აღნიშნულ ობიექტთან. შესაბამისად, უსაფრთხოების დოკუმენტაცია და დამიწების კონტურის გაზომვის ოქმები ამ ობიექტსაც ეხებოდა. ეს დოკუმენტები წარდგენილი რომ ყოფილიყო, ეს მძიმე შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული“,- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ადა გამოყენების ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“. აღნიშნულის საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 9 პირს ჰქონდა წარდგენილი, საიდანაც სასამართლომ 8 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა