სალომე სამადაშვილი - ოპოზიციის უმრავლესობა არ აპირებს დაესწროს რუსულ შაპიტოს, რომელიც კობახიძემ მოაწყო - იმპიჩმენტის პროცესი აბსურდულია

ოპოზიციის უმრავლესობა არ აპირებს დაესწროს ამ რუსულ შაპიტოს, რომელიც კობახიძემ მოაწყო - მთელი ეს პროცესი აბსურდულია, - ამის შესახებ “ლელოს” პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ოპოზიცია მხოლოდ საკითხის კენჭისყრას არ დაესწრება თუ განხილვასაც, სამადაშვილი ამბობს, რომ „საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კონსულტაციები გრძელდება”.

„მიმაჩნია, რომ მთელი ეს იმპიჩმენტის პროცესი აბსურდულია, რადგან საერთო არ აქვს ქართველი ხალხის ინტერესებთან. ამიტომ, თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „რუსულ ოცნებასთან” ამ დარბაზში მისი მარტო დარჩენა უკეთესად გამოამჟღავნებს რუსული პროცესის აბსურდულობას, ეს მისი უფლებაა. ამ შემთხვევაში რუსული დავალება სრულდება ხელისუფლების მიერ პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებით და მიგვაჩნია, რომ პატივი უნდა ვცეთ პრეზიდენტის პოზიციას. რაც შეეხება “ლელოს” პოზიციას ამ აბსურდულ, კობახიძის რუსულ ცირკზე, წარვადგინეთ ჩვენი სამართლებრივი მოსაზრება სასამართლოს მეგობრის სტატუსით”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება