კაცს, რომელმაც გორში ცულით შვილი მოკლა, ბრალდება წარედგინა

გორში მცხოვრებ მამაკაცს, რომელმაც შვილს ცულით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე შვილს ცულით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზარახ მკვლელობა ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება