სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, საქართველოს სახალხო დამცველის „არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკული ანალიზის“ შესახებ კვლევის პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ანგარიში არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკულ საკითხებს მოიცავს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და რეკომენდაციებს ეფუძნება.

„სპეციალურ ანგარიშში მიმოხილულია 2013-2019 წლებში არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები და მათი პრაქტიკული ანალიზი.

კოკა კაციტაძემ სახალხო დამცველის კვლევაში მოცემული საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ევროპის საბჭოს მინისტრთა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების მხრიდან საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს, რათა არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაცია სხვა უფრო მსუბუქი მუხლებით არ მოხდეს. ამ მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის განმსაზღვრელი სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა, რომელიც მიმდინარე წლის 31 ივლისს სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცდა. დოკუმენტი ევროპული სასამართლოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით არასათანადო მოპყრობის და სხვა სამოხელეო დანაშაულების ერთმანეთისგან გამიჯვნის და ზუსტი კვალიფიკაციის საშუალებას იძლევა.

აღნიშნული სახელმძღვანელო დოკუმენტი სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურ ანგარიშთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გახდეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, რომელიც არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის საკითხებს ეხება, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული კვლევა. ეს ანგარიში ეფუძნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეებს, სტანდარტებს და მათ რეკომენდაციებს. ასევე, მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ამ ანგარიშში გაანალიზებულია ქართული სასამართლოს პრაქტიკა. უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული აქვს სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის საკითხებს არეგულირებს და ვფიქრობთ, რომ ეს ორი დოკუმენტი სამომავლოდ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება“, - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს და საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა