„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

“ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია, გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე ბრიუსელში, ევროპის საბჭოში და ევროკომისიაში შეხვედრებს მართავენ.

“ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახურის ცნობით, 18 ოქტომბერს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერების შეხვედრა გაიმართა გაფართოების საკითხებში ევროკავშირში ირლანდიის მუდმივ წარმომადგენელთან კაროლინა ობიკენთან.

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივაზე და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცესზე.

მათივე ცნობით, „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერების მიერ შეხვედრაზე ხაზგასმით იქნა გამოხატული პოზიცია, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გარკვეული ვალდებულებების დათქმით.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა კაროლინა ობიკენთან. სამუშაო შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი, ასევე, არსებული პოლიტიკური სიტუაცია და გარე საფრთხეები, რაც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, კერძოდ, ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით.

კაროლინ ობიკენს გავაცანით ჩვენი ხედვა იმ საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში. კაროლინმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში განსაკუთრებით ღირებულია“,- აღნიშნა დავითაიამ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერებს, ასევე, დაგეგმილი აქვთ შეხვედრები ევროპის საბჭოს სხვა წარმომადგენლებთან.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა