ალეკო ელისაშვილი - იმპიჩმენტის განხილვაში მონაწილეობას ვაპირებ, მაგრამ კენჭისყრაზე არ დავრჩები, რომ ვინმემ კუდები არ მიაბას - თუ პრეზიდენტი პრეზიდენტად დარჩა და საღამოსკენ არ გადაირჩიეს, ძალიან გამიკვირდება

განხილვაში მონაწილეობას ვაპირებ, მაგრამ კენჭისყრაზე არ დავრჩები, ვინმემ ზედმეტი და არასაჭირო კუდები რომ არ მიაბას - თუ პრეზიდენტი პრეზიდენტად დარჩა და საღამოსკენ არ გადაირჩიეს, ძალიან გამიკვირდება , - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელისაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, "ქართული ოცნება " მთელი ეს პერიოდი ხმების მობილიზებისთვის ემზადებოდა.

"კენჭისყრამდე ავდგები და გამოვალ სხდომიდან, მანამდე, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული, ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას. მე მაინც ამ დრომდე მგონია, რომ "ქართული ოცნება" თავს იკატუნებდა და სინამდვილეში 100 ხმის შეგროვებისთვის ემზადებოდა, თუ ეს ასე არ მოხდა, პრეზიდენტი პრეზიდენტად დარჩა და საღამოსკენ არ გადაირჩიეს, ძალიან გამიკვირდება და ვერ ვხვდები, მაშინ ეს ყველაფერი "ქართულმა ოცნებამ" რატომ წამოიწყო? ჩემი ღრმა რწმენით, ამ ხნის განმავლობაში ზუსტად იმით იყვნენ დაკავებული, რომ ხმების მობილიზება მოეხდინათ იქიდან, ყველაზე დიდი ფრაქცია სადაცაა და სხვადასხვანაირი ხალხია. გამოცდილებაც გვიჩვენებს, ერთი ხმა გუშინაც გავარდა ოპოზიციიდან. ყველა ქვას აგდებს და თავს უშვერს, მე არ ვყოფილვარო და არ ვიცი. ვფიქრობ 10 ხმა არ უნდა იყოს პრობლემა "ქართული ოცნებისთვის", შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი მონდომებულები იყვნენ და არიან. 8 ოპოზიციონერი დეპუტატია პარლამენტში, რომელსაც ამ დრომდე ხმა არ ამოუღია, სიტყვა რომ არასოდეს გითქვამს, ე.ი. სხვა რამისთვის ხარ შემოსული, სხვა მოტივები გაქვს, ოპოზიციონერებზე ვლაპარაკობ, არა "ქართული ოცნების" მაჟორიტარებზე, რომლებიც თავს ბიზნეს მფრაველობენ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა