ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვერ დავესხმებით თავს თუნდაც სამ მოსამართლეს, მითუმეტეს არ შეიძლება ინსტიტუტზე თავდასხმა, რაც გააკეთა ზურაბიშვილმა, მაგრამ არ შეიძლება აბსურდული ჩანაწერები, რომლებიც გვხვდება განსხვავებულ აზრში, დავტოვოთ სამართლებრივი რეაგირების გარეშე

ჩვენ ვერ დავესხმებით თავს თუნდაც სამ მოსამართლეს, მითუმეტეს არ შეიძლება ინსტიტუტზე თავდასხმა, რაც გააკეთა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ არ შეიძლება აბსურდული ჩანაწერები, რომლებიც გვხვდება განსხვავებულ აზრში, დავტოვოთ სამართლებრივი რეაგირების გარეშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ყველა იურისტისთვის ცხადია, რამდენად აბსურდული ჩანაწერებია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების განსხვავებულ აზრში.

„განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით რამდენიმე მაგალითი მინდა მოვიყვანო, რაც მეტყველებს იმაზე თუ რამდენად აბსურდულ მსჯელობაში მოუწიათ შესვლა საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წარმომადგენელს. ჩვენ ვერ დავესხმებით ვერავის თავს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ ინსტიტუტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, მაგრამ გვექნება სამართლებრივი არგუმენტები იმის შესახებ თუ რატომ არის აბსურდული განსხვავებული აზრი და კონკრეტული მაგალითები მინდა მოგიყვანოთ ამასთან დაკავშირებით. ჩანაწერი გვხვდება განსხვავებულ აზრში - „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად. შეუძლებელია კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან დაცლილ ფიქციურ ინსტიტუტებს“ - აქ სამი მოსამართლე საკუთარ ექვს კოლეგას აბრალებს იმას, რაც არ დაუწერია, რადგან ასეთი რამ არ წერია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში. ეს მიკერძოებაზე მეტყველებს.

კიდევ ერთი ჩანაწერი - „პრეზიდენტი არის ერის უპარტიო ლიდერი“. ასეთი ჩანაწერები შეიძლება ზოგიერთ სახელმძღვანელოში შეგხვდეთ, მაგრამ როდესაც ეს იწერება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების განსხვავებულ აზრში თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ რა არის ამის მიზეზი.

ასეთი მსჯელობაა განვითარებული - „კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით შეეხება ისეთ საქმიანობას, რომელიც თავისი არსით მთავრობის უფლებამოსილებაა, პრეზიდენტის უფლებამოსილების განსაზღვრული ნორმაა, რომელიც შესაძლებლობას ანიჭებს მთავრობის სახელით განახორციელოს კონკრეტული მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული ქმედებები“, რაც არის სრული აბსურდი. ეს ქვეპუნქტი გარდა მოლაპარაკებისა, ხელშეკრულების დადებისა აწესრიგებს, მათ შორის, მაგალითად ელჩების აკრედიტაციის თემას, რომელიც საერთოდ არ არის მთავრობის კომპეტენცია, მაგრამ საჭიროების მთავრობის თანხმობას. ამ დონის უმარტივესი აბსურდული ჩანაწერები გვხვდება განსხვავებულ აზრში.

კიდევ ერთი ჩანაწერი - „ნორმის მიზანი არ არის რაიმე სახის აკრძალვის დაწესება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ პარალელური საგარეო პოლიტიკის წარმოებასთან დაკავშირებით“, ანუ ისინი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს პარალელური საგარეო პოლიტიკა. შემდეგ ეს გრძელდება - „იგი ადგენს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და არა აკრძალვას, იმ შემთხვევაში, როცა კონსტიტუციას სურს შეზღუდვის დაწესება, პირდაპირ უთითებს ამგვარ შეზღუდვაზე, მაგალითად, კონსტიტუცია კრძალავს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პარტიის წევრობას“ - ნახეთ რამდენად აბსურდულია ეს მსჯელობა, ნებისმიერი უფლებამოსილების შესახებ ჩანაწერი შეიძლება შეიცავდეს აკრძალვას, როცა წერია მთავრობის თანხმობით - მაგალითად, ელჩის დანიშვნა მთავრობის წარდგინებით, ეს რა თქმა უნდა ადგენს უფლებამოსილებას, მაგრამ ამასთან ერთად უკრძალავს პრეზიდენტს მთავრობის წარდგენის გარეშე დანიშნოს ელჩი. ასეთ რაღაცებს, როცა ვერ ხვდება საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე ეს ხომ შემაშფოთებელია, მაგრამ ჩვენ ვერ დავესხმებით თავს ამ სამ მოსამართლეს, ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტს, თუმცა აბსურდული ჩანაწერები აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და შესაბამისი კრიტიკაც უნდა გამოითქვას.

შემდეგი აბსურდული ჩანაწერი - „ჩვენი კოლეგების მიერ შემოთავაზებული განმარტება პრაქტიკულად იწვევს პრეზიდენტის იმ ქმედებების შეზღუდვას, რომლებიც მთავრობის საგარეო პოლიტიკას არ ხელყოფს, თუმცა გარკვეული მოსაზრებების გამო მაგალითად, პრეზიდენტისადმი მთავრობის ნდობის დაკარგვა, საქართველოს მთავრობისთვის არ არის მისაღები“ - თუ არ ენდობა მთავრობის პოლიტიკას როგორ არ ხელყოფს, ასეთი ოქსიმორონი როგორ უნდა გქონდეს შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებულ აზრში“, - განაცხადა კობახიძემ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო