შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში მყოფ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ტაშის დაკვრის გამო უსაყვედურა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს უსაყვედურა იმის გამო, რომ მათ იმპიჩმენტის საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მხარდაჭერა ტაშით გამოხატეს.

შალვა პაპუაშვილმა მათ თავშეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ნამდვილად მოეთხოვებათ, საქართველოს პარლამენტს პატივი სცენ.

„მივმართავ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ლოჟაში არიან განთავსებული. თქვენ ხართ აქ დაკვირვებისთვის და არა მონაწილეობისთვის, მათ შორის, რაც შეეხება ტაშს და სხვა გამოხატულებას. ძალიან გთხოვთ, პატივი სცეთ საქართველოს პარლამენტს. ვფიქრობ, საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენ განვიხილავთ, სწორედ ამას ეხება. პატივი უნდა სცეთ კონსტიტუციას, კონსტიტუციურ ორგანოებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ნამდვილად მოეთხოვებათ, რომ უპირველეს ყოვლისა, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტს. ამიტომ, მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ. დააკვირდით პროცესს. თქვენ არ ხართ ამ პროცესის მონაწილენი“, - მიმართა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება