ანრი ოხანაშვილი - საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, რატომ არ გამოიყენა თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან

თუ კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდით, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა, რომელიც განკუთვნილია კანონის შესაბამისად მოქმედებისთვის, რატომ არ გამოიყენეთ? გეგმავთ თუ არა შემდგომშიც, ვიზიტს თუ დაგეგმავთ მთავრობის თანხმობის გარეშე, ისევ თქვენი პირადი სახსრებით დააფინანსოთ ეს ვიზიტები? რელევანტური იყო თქვენი ნაბიჯი და ქმედება თქვენი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თუ ეს იყო უბრალოდ ცერემონია? - ამ კითხვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, ლოგიკურია, რომ თანხაც უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო თუ ამას არ აკეთებს, გამოდის, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებდა.

„ქალბატონი სალომე, ალბათ, თვალყურს ადევნებდა საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესებს. ქალბატონო სალომე, თქვენმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს თანხების არგამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მაინტერესებს და ჩვენ საზოგადოებასაც ვფიქრობ, აქვს ლეგიტიმური შეკითხვა - თქვენ, თქვენი წარმომადგენლები ამტკიცებდით და დღესაც ამტკიცებთ, რომ მოქმედებდით კონსტიტუციის შესაბამისად, თქვენი ვიზიტები იყო კონსტიტუციის ნორმებით ნებადართული და შესაბამისად, თქვენ გქონდათ ამისი ლეგიტიმაცია.

შეკითხვა - თქვენ თუ კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდით, სახელმწიფო ბიუჯეტი თქვენთვის ითვალისწინებს კონკრეტულ თანხებს კონსტიტუციური და ლეგიტიმური ნაბიჯებისთვის, უთხარით ჩვენს საზოგადოებას და იქნებ ჩვენც გვითხრათ, თუ კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდით და თქვენი ვიზიტები იყო კონსტიტუციასთან თანხვედრაში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა, რომელიც განკუთვნილია კანონის შესაბამისად მოქმედებისთვის გამოსაყენებლად, რატომ არ გამოიყენეთ?

საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, ლოგიკურია, რომ თანხაც უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ ამას არ აკეთებს, აქედანაც დასკვნა მარტივია, რომ ესე იგი, ის თვლის, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებდა. და ასევე, გეგმავთ თუ არა შემდგომშიც, ვიზიტს თუ დაგეგმავთ მთავრობის თანხმობის გარეშე, რომ ისევ თქვენი პირადი სახსრებით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დააფინანსოთ ეს ვიზიტები?

და ბოლო შეკითხვა - განსხვავებულ აზრში ასეთი რამ დაწერა სამმა მოსამართლემ და პრაქტიკულად, თქვენი წარმომადგენლებიც ამას ამბობდნენ, რომ ეს შეხვედრები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებდა, არ იყო მიმართული რელევანტური ქმედებისკენ, ანუ, ეს არ იყო რელევანტური ქმედება, ეს იყო უბრალოდ ცერემონიაო. თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი ჩასვლა და საუბარი 12-პუნქტიან გეგმაზე იყო ცერემონია და ცერემონიის გამო უნდა მოგვცენ ჩვენ კანდიდატის სტატუსი თუ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ? ესეც რომ უთხრათ საზოგადოებას - რელევანტური იყო თქვენი ნაბიჯი და ქმედება თქვენი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თუ ეს იყო უბრალოდ ცერემონია?“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო