ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი კითხვებს გაექცა - ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული კითხვიდან გაქცევა სხვა არაფერია, თუ არა აღიარება, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად კანდიდატის სტატუსის მიღებას

ერის სინდისზე რა მოგახსენოთ, მაგრამ სულ მცირე, პრეზიდენტს პასუხისმგებლობა ეკისრება, კულტურის თვალსაზრისით, მაგალითის მიმცემი იყოს სხვა ადამიანებისთვის. როცა სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი, ასეთ კულტურას აჩვენებს სხვებს, იქ საერთოდ რაზეა საუბარი, როცა ის გაურბის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ.

როგორც კობახიძე განმარტავს, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან გაქცევა, „იმის აღიარებაა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას“.

„ეს არის ის კულტურული მაგალითი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა უნდა აჩვენოს სხვა ადამიანებს? - რა თქმა უნდა, ეს არ არის ის კულტურა, რომლის გამოვლენაც საქართველოს პრეზიდენტს მართებს. ძალიან სამწუხაროა ის, რომ პრეზიდენტი კითხვებს გაექცა, ეს კითხვები ეხებოდა იურიდიულ თემებს, მაგრამ ასევე, ეხებოდა ისეთ საკითხებს, რომელიც არის საგანგებო ეროვნული მნიშვნელობის. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი, ბატონი მამუკა მდინარაძის კითხვა უკავშირდებოდა ევროკავშირში ინტეგრაციას. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაექცა კითხვაზე პასუხს - საქართველო არსებული მოცემულობით, თავისი ხელისუფლებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, დეკემბერში იმსახურებს თუ არა, კანდიდატის სტატუსს? როცა სალომე ზურაბიშვილი ამ შეკითხვას გაურბის, ეს ხომ არის იმის ლუსტრაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მთელი დანარჩენი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუშაობს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამ კითხვიდან გაქცევა სხვა არაფერია, თუ არა, იმის აღიარება, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაექცა პასუხს შეკითხვაზე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს ჯაშუშად, მოღალატედ, აგენტად იმ განცხადების გამო, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებას უკავშირდებოდა, მან თქვა, რომ საქართველომ დაიწყო ომი. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობას“ 10 წლით ადრე იგივე ჰქონდა ხელმოწერილი, ამის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი მათ აგენტად და ჯაშუშად გამოაცხადეს. ეს ხომ რელევანტური კითხვაა, რომელსაც პრეზიდენტმა პასუხი აუცილებლად უნდა გასცეს, მაშინ რასაც ამბობდა, ის არ იყო მართალი, თუ დღეს, აქვს განსხვავებული პოზიცია, ეს უნდა დაკონკრეტდეს. სინამდვილეში, პირველი თანხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის, მაშინ მოხდა, როცა ორივემ ერთი და იგივე პოზიცია დააფიქსირა, ამ ქვეყანაში „ნაცმოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი ორივე ერთად ამბობდა, რომ საქართველომ დაიწყო 2008 წელს ომი, შემდეგ გაღრმავდა ეს ალიანსი“, - განაცხადა კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
ახალი დოკუმენტური ფილმი „32 წუთი“ და წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გზა მსოფლიო არენაზე