ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს - „რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა“, დაგამსგავსათ რიგით „ნაციონალს“

აქ, დღეს, ლიტერატურიდან გაიხსენეს ფრაზები. მეც მინდა, გავიხსენო ერთი ფრაზა: „რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა“, დაგამსგავსათ რიგით „ნაციონალს“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს არ აღმოაჩნდა უნარი, ღირსეულად ეზიდა პასუხისმგებლობა დიდი წინაპრების წინაშე.

„რიტორიკული კითხვა მაქვს, სალომე ზურაბიშვილის მიმართ - რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა, როდესაც მუდმივად გიწევთ გახვიდეთ ზრდილობის ფარგლებს მიღმა?

მე რასაც ვუყურებ, მისთვის იძულებაა, როდესაც მუდმივად გიწევთ სახელმწიფოზე თავდასხმა, ინსტიტუტებზე თავდასხმა, როდესაც ღიად გიწევთ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა. რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა არ ვიცი.

აქ, დღეს, ლიტერატურიდან გაიხსენეს ფრაზები. მეც მინდა, გავიხსენო ერთი ფრაზა: „რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა“, დაგამსგავსათ რიგით „ნაციონალს“. ეს არის რეალურად პასუხი ამ შეკითხვაზე. საუბარი იყო დიდ წინაპრებზე, მათ შორის განსაკუთრებული წარსულის მქონე ადამიანებზე, ნიკო ნიკოლაძეზე. მინდა შევახსენო ზურაბიშვილს, რომ დიდი წინაპრები ჯერ არის პასუხისმგებლობა და შემდეგ პრივილეგია. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილს არ აღმოაჩნდა უნარი, ღირსეულად ეზიდა ეს პასუხისმგებლობა დიდი წინაპრების წინაშე, ეს არის სამწუხარო და განსაკუთრებით მძიმე მოვლენა“,- აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება