ირაკლი კობახიძე - რატომ არ აფინანსებდა ზურაბიშვილი ვიზიტებს ბიუჯეტიდან? ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის - შეიძლება ამ წლის განმავლობაში ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როცა ამოეწურება ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს სისხლისსამართლებრივი საქმის წამოწყება

რატომ არ აფინანსებდა ზურაბიშვილი ვიზიტებს ბიუჯეტიდან? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის - საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, როგორც კი სალომე ზურაბიშვილს ამოეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, დარღვევის შემთხვევაში, მაშინვე შეიძლება მოხდეს სისხლის სამართლებრივი საქმის წამოწყება.

„საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი. რატომ არ აფინანსებდა ის ვიზიტებს ბიუჯეტიდან? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის. შეიძლება ამ წლის განმავლობაში, მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის წამოწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გასწევდა ხარჯებს ვიზიტების დასაფინანსებლად. თუ კვლავ წავიდა ვიზიტით, საკუთარი ხარჯებით, ეს იქნება კონსტიტუციის მორიგი უხეში დარღვევა. კონსტიტუციაში წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც ისჯება კანონით და კანონში არსებითად იგულისხმება სისხლის სამართლის კანონიც. რაც შეეხება კვალიფიკაციის მინიჭებას კონკრეტული ქმედებისთვის, ეს არის პროკურატურის საქმე“,-განაცხადა კობახიძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში