ანრი ოხანაშვილი - თუ ზურაბიშვილი ჩაიდენს დანაშაულს და იმპიჩმენტით ვერ მოხდება თანამდებობიდან გადაყენება, სამართლებრივი რეაგირება განხორციელდება უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ

თუ ზურაბიშვილი ჩაიდენს დანაშაულს და იმპიჩმენტით ვერ მოხდება თანამდებობიდან გადაყენება, სამართლებრივი რეაგირება განხორციელდება უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ - პირადი სახსრებით ვიზიტის დაფინანსება ლეგიტიმაციას ვერ სძენს უკანონობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი პირადი სახსრებით განახორციელებს ვიზიტს თუ სახელმწიფო სახსრებით, ეს ორი განსხვავებული მოცემულობაა. მისივე თქმით, კონკრეტულ შემთხვევაში რა რეაგირება განხორციელდება, პროკურატურის გადასაწყვეტია.

„რაც შეეხება შესაძლო დანაშაულის ჩადენას, იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული იქნება ჩადენილი, დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი წარმოება, თუმცა, იმუნიტეტის პირობებში, იქამდე ვიდრე კონკრეტული პირი თანამდებობაზეა, ვერ მოხდება სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ეს სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომ. იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი ჩაიდენს დანაშაულს და ვერ მოხდება მისი თანამდებობიდან გადაყენება იმპიჩმენტის წესით, სამართლებრივი რეაგირება განხორციელდება მისი უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ. ის პირადი სახსრებით განახორციელებს ვიზიტს თუ სახელმწიფო სახსრებით, ეს ორი განსხვავებული მოცემულობაა. ბიუჯეტით განხორციელება უკანონო ვიზიტის იქნება პირდაპირ დანაშაულის ნიშნების შემცველი და თუ პირადი სახსრებით განახორციელებს, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების და კონსტიტუციის უხეში დარღვევა. არ გამოგრჩეთ, რა თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ - სამ ვიზიტში რომ წავიდა სალომე ზურაბიშვილი პირადი სახსრებით, როგორც ამას თვითონ ამბობს, სასამართლომ თქვა, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. პირადი სახსრებით დაფინანსება ლეგიტიმაციას ვერ სძენს უკანონობას, ამით ვერ აკანონებს უკანონობას. ამიტომ თუ პირადი სახსრებით გამოიყენა, ეს არ მიიჩნევა კანონიერად. პროკურატურის სახელით ვერ ვისაუბრებ და პროკურატურის გადასაწყვეტი იქნება კონკრეტულ შემთხვევაში რა რეაგირება უნდა განხორციელდეს,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო