თბილისის საქალაქო სასამართლო დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებული ექსპერტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებული ექსპერტისთვის, დავით გრიგოლიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურატურა მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებული ექსპერტისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.

აღკვეთის ღონისძიების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი ამ წუთებში განიხილავს.

„უფლებები საქართველოს“ ადვოკატები და ბავშვის დედა ბრალდებული ექსპერტისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ. ამ ეტაპზე ექსპერტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) აქვს წარდგენილი, თუმცა „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები მიიჩნევენ, რომ საქმეზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით (საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა).

შეგახსენებთ, რომ 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება. დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა