დავით ჭიჭინაძე - ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მოსაშორებლად ემზადება

ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მოსაშორებლად ემზადება, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარე, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია აწყობს, სანქციებიდან თავის არიდების მიზნით დასავლეთთან მომლაპარაკებელი რომ ჰყავდეს.

„რადგან, ფარცხალაძის სანქცირება რა არის იმასთან შედარებით, თუ ივანიშვილი დაასანქცირეს! რამდენი უნდა დაკარგოს, წარმოიდგინეთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გაუკეთებია, შეიძლება უცებ დაყადაღდეს.

მოკლედ, ბიძინა ივანიშვილისთვის „ქართული ოცნება“ თავისი რესურსით უკვე ამოწურულია და ზუსტად ხვდება, რომ ამ შემადგენლობით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ არის ზურაბიშვილის სახით ახალი "გმირის" გაჩენის მცდელობა - ე.წ. დასავლეთისთვის მებრძოლი გამარჯვების სიმბოლო. და ამიტომ ვამბობ, რომ დღეს, ზურაბიშვილია სწორედ ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილთან მიმართებით ან აგრესიით ან მტრობით გამოირჩევა, ამის თუნდაც ერთი ფაქტი მოიყვანონ. ივანიშვილის ახალი გადალაგებები კი მალე გამოჩნდება”, - აცხადებს ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება