გრიგოლ ლილუაშვილი - არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში - თავშესაფარი არ გვიშველის, ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ

არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში - ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ხელმძღვანელობით შექმნილია სპეციალური სამოქმედო გეგმა.

"არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენს ქვეყანას არ ვგულისხმობ, ირგვლივ რეგიონს ვგულისხმობ.

მთავრობის ხელმძღვანელობით, მისი მორეაგირე უწყებების მონაწილეობით, მათ შორის, ჩვენი სამსახურის, შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, თითოეულ უწყებას გაწერილი აქვს სცენარი, მოქმედების გეგმა, რომელიც ამ შემთხვევაში, მოგვიწევს, მოქმედებაში მოვიყვანოთ. 100 პროცენტიანი დაზღვევა, ამის მავნე გავლენას ვგულისხმობ, საქართველოს კი არა, უდგას ძალიან ბევრ ქვეყანას რეგიონში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს.

გაწერილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების მარაგების განაწილება მოსახლეობაზე, მკურნალობა, მათ შორის, სასწრაფო დახმარების გაწევის სქემა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დიდი გამოცდილება კოვიდის დროს მივიღეთ. თავშესაფრების გამოყოფაც მათ შორის, თუმცა, ეს აქტუალური ხდება მაშინ, თუკი ღმერთმა დაგვიფაროს, პირდაპირი დარტყმა ხდება. თავშესაფარი არ გვიშველის მაგ შემთხვევაში. ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც", - განაცხადა ლილუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს