რეგიონის მასშტაბით ერთადერთი DevOps სამაგისტრო პროგრამა Amazon Academy-ის მიერ არის აკრედიტებული

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული სამაგისტრო პროგრამა ინფორმაციული სისტემების მართვა - DevOps რეგიონის მასშტაბით კვლავ უნიკალური რჩება.

პროგრამა მრავალფეროვანი კომპონენტებისგან შედგება, მათ შორის: ნერთვორქინგ სესიები და პანელური დისკუსიები, შეხვედრები TOP კომპანიების წარმომადგენლებთან, ბიზნესპროცესების ავტომატიზაციასა და გამარტივებას, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითIT პროექტების მართვის სწავლის შესაძლებლობას, ტექნოლოგიური პროექტების კოლაბორაციულ მართვას იგივე Agile-ს, ციფრული პროდუქტების მართვის თანამედროვე მიდგომების შესწავლას, ღრუბლოვანი სისტემების სწავლას. პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ ერთდროულად ორი დიპლომის აღების შესაძლებლობით ისარგებლონ, რაც ბოლო წლის პარტნიორ უნივერსიტეტში (პორტუგალიაში) გატარებას გულისხმობს.

პროგრამის განმავლობაში მაგისტრანტები მრავალფეროვან ცოდნას მიიღებენ შემდეგი მიმართულებებით: AWS, Microservices, Kubernetes, CI/CD, Testing Automation, Agile, Project Management, Ansible, Rancher, Terraform, Linux, DevSecOps, MongoDB, Microsoft, Google და სხვა.

BTU-ს ინფორმაციული სისტემების მართვის სამაგისტრო პროგრამა აკრედიტებულია არა მხოლოდ საქართველოში შესაბამისი ორგანოების მიერ, არამედ Amazon Academy-ს მიერაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და მისი კურსდამთავრებულის ცოდნა თავსებადია DevOps სფეროში არსებულ მოთხოვნებთან.

აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა მაგისტრანტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია პროგრამულ ინჟინერიაში, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობაა. ინფორმაციული სისტემების მართვა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მიმართულებად მიიჩნევა და ის საქართველოშიც საკმაოდ მოთხოვნადია.

პროგრამის ღირებულება 2950 ლარია, თუმცა მაგისტრანტს შესაძლებლობა აქვს, სწავლის ნაწილის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან მოიპოვოს. აქვე აღსანიშნავია, რომ კურსის საერთაშორისო ფასებთან შედარებით ეს ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო