არმაზ ახვლედიანი მინისტრს - მალე არცერთი ქვეყანა აღარ დარჩება, ვინც თავს უფლებას მისცემს, იყოს ნეიტრალური - მითუმეტეს საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ნეიტრალურობა ახლა არათუ ფუფუნება, რაღაც მხრივ, საფრთხის შემცველია

ჩინეთთან ურთიერთობის კუთხით, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ურთიერთობები უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ-თან და ევროკავშირთან შეუქცევადი, მყარი და გარანტირებულია, ფაქტობრივად, არავითარი საფრთხე არ გვექმნება, მაგრამ როდესაც აღნიშნული საკითხი საორჭოფოა, მთავრობის გადაწყვეტილება ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას ბადებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

გარდა ამისა, მისი თქმით, „სულ ცოტა ხანში, არცერთი ქვეყანა აღარ დარჩება, ვინც თავს უფლებას მისცემს, რომ კვლავაც ნეიტრალური იყოს“.

„საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების ასეთ გააქტიურებასთან დაკავშირებით რატომ იბადება კითხვები, სადაც ამდენი ეჭვიცაა თან? - რა თქმა უნდა, პასუხი აქ ძალიან ლოგიკური და მარტივიცაა იმიტომ, რომ ჩინეთთან ურთიერთობის კუთხით, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ურთიერთობები უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ-თან და ევროკავშირთან შეუქცევადი, მყარი და გარანტირებულია, ფაქტობრივად, არავითარი საფრთხე არ გვექმნება. ეს არის საფუძველი, რომელიც ყოველგვარ ორჭოფობას გამორიცხავს საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობების კუთხით. თუ ეს პირველი თემა მოგვარებულია, აქ არის მზარდი შეუქცევადი ტენდენცია, მაშინ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებამ არ უნდა შეგვაშინოს, მაგრამ, როცა ეს მთავარი თავად საორჭოფოა, მაშინ მთავრობის ეს გადაწყვეტილება არაერთ კითხვას ბადებს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში ომია, ასეთი დაძაბულობაა ახლო აღმოსავლეთში. როგორც ჩანს, ეს თავად კარგად იცით, ბატონო მინისტრო. სულ ცოტა ხანში, არცერთი ქვეყანა აღარ დარჩება, ვინც თავს უფლებას მისცემს, რომ კვლავაც ნეიტრალური იყოს. ეს ტენდენცია იკვეთება ახლა მსოფლიოში, მითუმეტეს საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ნეიტრალურობა ახლა არათუ ფუფუნებაა, ასე ვიტყოდი, არამედ რაღაც მხრივ, საფრთხის შემცველია. იმიტომ, რომ თუ გვინდა გარანტირებულად დაცული ვიყოთ, გვქონდეს მშვიდობა და წარმატებული განვითარება, ამის ერთადერთი და მთავარი გარანტი ქვეყნის შიგნით მყარი, შეუქცევადი, დემოკრატიული პროცესიაა და ქვეყნის გარეთ, რა თქმა უნდა, ასევე, მყარი და შეუქცევადი ურთიერთობა უმთავრეს დასავლელ პარტნიორებთან. ამ ფონზე არავის შეეშინდება და არ გაუჩნდება კითხვები ჩინეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება