ილია დარჩიაშვილი ოპოზიციას - დღეს კიდევ გაისმა, რომ რეფორმები ჩავარდა, მოგიწოდებთ, მინიმუმ 3-4 თვე მაინც ეს ტერმინი არ გამოიყენოთ - თუ თქვენი კონტრიბუციის შეტანა ამ პროცესში არ გინდათ, პროცესს მაინც ნუ დააზიანებთ

ამ ტრიბუნიდან დღეს კიდევ გაისმა, რომ საქართველოში რეფორმები ჩავარდა. მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მინიმუმ 3-4 თვე მაინც ეს ტერმინი არ გამოიყენოთ, რადგანაც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან პროცესში შედის - თუ თქვენი კონტრიბუციის შეტანა ამ პროცესში არ გინდათ, სიტყვით მაინც ნუ დააზარალებთ და დააზიანებთ პროცესს,- ასე მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე განმარტებით, საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

„მინდა ერთი გულისტკივილი ვთქვა. ამ ტრიბუნიდან დღეს კიდევ გაისმა, რომ საქართველოში რეფორმები ჩავარდა. მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მინიმუმ 3-4 თვე მაინც ეს ტერმინი არ იხმაროთ, რადგანაც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან პროცესში შედის. ჩვენი ევროპული ინტეგრაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენი განცხადებებით, თქვენი, ასე ვთქვათ, შეფასებებით ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად ნუ დააზიანებთ, რადგანაც საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი საერთო მომავალია. ყველას მოგიწოდებთ, რომ თუ თქვენი კონტრიბუციის შეტანა ამ პროცესში არ გინდათ, სიტყვით მაინც ნუ დააზარალებთ და დააზიანებთ პროცესს და ხელს ნუ შეგვიშლით”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება